LIFE

შენ არ დაბადებულხარ იმისთვის, რომ ყველას უყვარდე

შენ არ დაბადებულხარ იმისთვის, რომ ყველას უყვარდე

უარყოფა მტკივნეულია, ისევე, როგორც გულგრილობა. ამ ტკივილის შიში გვაიძულებს, რომ ვცადოთ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გარშემომყოფებთან. ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ ყველას მოვეწონოთ, ხოლო თუ არ მოვწონვართ, აზრი შევაცვლევინოთ და ყველას ვასიამოვნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქცევა ძალიან გასაგებია, ნამდვილად არ არის საუკეთესო სტრატეგია.

  • შენ არ შეგიძლია იყო ყველას საყვარელი ადამიანი.

ესაა ჭეშმარიტება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღო, გაიაზრო და დაივიწყო, რას ფიქრობენ სხვები. ზოგჯერ, ეს სურვილი არ არის ცნობიერი, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა გზით, ვცდილობთ მივიღოთ სასურველი აღიარება. ჩვენ ვცდილობთ ვასიამოვნოთ სხვებს და ამ პროცესში, უამრავ დროსა და ძალისხმევას ვდებთ. მაგრამ ეს დამოკიდებულება, არასწორია.
  • პირველ რიგში, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენზეა დამოკიდებული მოვეწონებით თუ არა სხვებს. თუმცა, სინამდვილეში, ეს ასე არ მუშაობს. ჩვენ არ ვაკონტროლებთ სხვა ადამიანებს, მათ ემოციებს, მათ გადაწყვეტილებებს და რეაქციებს.

მაშინაც კი, თუ ჩვენ დიდ დროს გავატარებთ მათთან, რომ ეს არ მოგვცემს გარანტიას, რომ მათ შევუყვარდებით.
  • შენ არ შეგიძლია ყველას მოაწონო თავი. უფრო მეტიც, ეს არც კი უნდა სცდო.  ამის ნაცვლად, ფოკუსირება მოახდინე საკუთარ თავზე და ნუ ეცდები დრო დაუთმო იმ ადამიანებს, ვისაც არ მოსწონხარ.

ახალი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და უკვე არსებულის გასაძლიერებლად, საუკეთესო სტრატეგიაა, საკუთარი თავის მიღება. ეს დაგეხმარება მოიზიდო და შეინარჩუნო ის ადამიანები, ვისაც უყვარხარ და გაფასებენ. ზუსტად ისეთი, როგორც სინამდვილეში ხარ. დაიმახსოვრე, შენ არ უნდა შეიცვალო იმისთვის, რომ სხვებს მოეწონო. ეს არ არის ადვილი სტრატეგია. ძალიან რთულია იმის მიღება, რომ ვიღაცას არ მოსწონხარ, მაგრამ ეს შესაძლებელია.
  • მნიშვნელოვანია, გვიყვარდეს ჩვენი თავი და გამოვხატოთ საკუთარი სურვილები, მიუხედავად იმისა, მისაღებია თუ არა სხვებისთვის.

დიახ, იყო ის, ვინც ხარ, არის ერთადერთი სწორი გზა, რათა მიაღწიო შენს მიზნებს. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცხოვრობთ. ამის გაანალიზება დაგვეხმარება ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ჩვენი კარგი და ცუდი თვისებები და შეიყვარონ ჩვენი სულის თითოეული ნაწილი. მხოლოდ ამ დამოკიდებულებითაა შესაძლებელი ნამდვილი, ღრმა კავშირების ჩამოყალიბება.
  • შენ არ ხარ დაბადებული იმისთვის, რომ ყველას უყვარდე. შენ დაიბადე იმისთვის, რომ გამოცადო ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი ურთიერთობები. ამის მიღებას კი მხოლოდ მაშინ შეძლებ, თუ არ შეეცდები ყველას მოაწონო თავი და შენი ცხოვრებით იცხოვრო. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი ტყუილი იქნება!