LIFE

მხოლოდ ქალებისთვის: სინამდვილში, რას ნიშნავს მისი მესიჯი?

მხოლოდ ქალებისთვის: სინამდვილში, რას ნიშნავს მისი მესიჯი?

  • „ჰაი!“

რას ნიშნავს ეს სინამდვილეში:

„მინდა, რომ მოგწერო, მაგრამ არ ვიცი რა ვთქვა, ამიტომ, ამას გწერ და იმედი მაქვს, რომ შენ წამოიწყებ საუბარს“.

  • „შაბათ-კვირას რა გეგმები გაქვს?"

რას ნიშნავს ეს სინამდვილეში:

„მინდა ამ შაბათ-კვირას გნახო, მაგრამ პირდაპირ ვერ გეუბნები, რადგან არ ვიცი, ჩემი შემოთავაზება მოგეწონება თუ არა“.

  • *ჩაფიქრებული ემოცია*

რას ნიშნავს ეს სინამდვილეში:

„გაბრაზებული ვარ, რომ არ მიპასუხე (ან ცუდად მპასუხობ), მაგრამ ისე მომწონხარ, რომ შანსს გაძლევ ყველაფერი გამოასწორო“.

  • „დილა მშვიდობისა, ლამაზო“.

რას ნიშნავს ეს სინამდვილეში:

„გუშინდელიდან ველოდები როდის გათენდება, რომ მოგწერო. არ მინდა გეგონოს, რომ სულ შენთან მინდა საუბარი“.

  • „ერთხელ ერთად უნდა დავლიოთ“.

რას ნიშნავს ეს სინამდვილეში:

„ძალიან მინდა შენი ნახვა და შენთან ერთად დალევა. მაგრამ ვნერვიულობ და პირდაპირ ვერ გთავაზობ“.

  • *დუმილი*

რას ნიშნავს ეს სინამდვილეში:

„მოკლედ, ამ ეტაპზე დაინტერესებული არ ვარ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ზრდასრული ადამიანივით მოვიქცე, მოდი, უბრალოდ დავაიგნორებ შენს მესიჯის. თანაც, მერე თუ მომინდა მოწერა, მერე გიპასუხებ“.