LIFE

როგორ გახდა დედოფალი ელისაბედ II ეპოქის მოდის ფუძემდებელი?

როგორ გახდა დედოფალი ელისაბედ II ეპოქის მოდის ფუძემდებელი?

დედოფალ ელისაბედ II-ის ტახტზე ყოფნის 70 წელი არ გამოირჩეოდა მხოლოდ შთამბეჭდავი მეფობითა და ცნობილი დიპლომატიით. ყველაფერთან ერთად, ის ეპოქის მოდის განმსაზღვრელიც გახლდათ. დედოფალი წლების განმავლობაში უარს ამბობდა მიმდინარე ტრენდებზე. თუმცა, სწორედ მისი სტილი ქმნიდა მოდის ტენდენციებს.

  • პრინცესა ელისაბედი 1947, 1949 და 1948 წლებში.



პრინცესობის
წლებში, ელისაბედი უპირატესობას ანიჭებდა მინიმალისტურ და სადა სილუეტებს - სტილს, რომელიც ყველაზე მკაფიოდ ასახავდა ეპოქას და რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავდა ომის შემდგომი ინგლისის განწყობას.  
 
  • პრინცესა ელისაბედი, ქორწინების დღე, 1947 წელ; დედოფალ ელისაბედ II, კორონაციის ცერემონია, 1953 წელ.



კორონაციის ცერემონიის დღიდან მოყოლებული, დედოფლის გარდერობი მკაფიოდ გამოხატავდა მისი, როგორც ქვეყნის ლიდერის პოზიციას
  • დედოფალ ელისაბედი II 1987 და 1977 წლებში.



დედოფლის წყალობით, გამორჩეული ქუდები ბრიტანული მოდის და კულტურის აუცილებელი ნაწილი გახდა.
  • დედოფალ ელისაბედი II 1993, 1976 და 1882 წლებში



მრავალი თვალსაზრისით, დედოფალ უჩვეულო სითამამით გამოირჩეოდა - მან გააცოცხლა კლასიკური სტილი. რომელიც სხვა არაფერია, თუ არა სამეფო ელენატურობის განსახიერება.
 
  • დედოფალ ელისაბედი II 1977, 2002 და 1980 ლებში.



ანალოგიურად, დედოფალი უჩვეულო ელეგანტურობით ირგებდა ყოველდიურ ტანსაცმელსაც.
  • დედოფალ ელისაბედი II 2008, 2019 და 2018 ლებში.



თუმცა, მოდის მთავარი ტენდენცია, რომელიც მის სახელს ყველაზე მეტად უკავშირდება, ცხოვრების ბოლო წლებში დაამკვიდრა. მონოქრომული სტილი მისი ნამდვილი ხელწერა გახდა.
  • დედოფალ ელისაბედი II 2007 და 2017 ლებში.



ასევე, აღსანიშნავია დედოფლის მიდრეკილება ცოცხალი და ნათელი ფერებისადმი, რომელიც მხოლოდ ესთეტიკური შინაარსის მატარებელი არ ყოფილა. ის ირჩევდა მაქსიმალურად გამორჩეულ ფერებს, რათა ხალხს მისი სილუეტის შემჩვევის შემდეგაც ადვილად შეძლებოდა ეთქვამე დავინახე დედოფალი!“.