LIFE

ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ... როგორ გავიგოთ, ნამდვილია თუ არა ეს სიყვარული?

ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ... როგორ გავიგოთ, ნამდვილია თუ არა ეს სიყვარული?

 

  • ის შენი ყველაზე დიდი მხარდამჭერია:

თუ ადამიანს ნამდვილად უყვარხარ, მაშინ ის შენი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. მას აინტერესებს შენი ყველა პროექტი, იდეა, თუ ინიციატივა, ხოლო შენი წარმატება, მისთვის მნიშვნელოვანია. ის ყველაფერს აკეთებს, რათა ცხოვრებაში განვითარდე და წინ წახვიდე. მაგალითად, როდესაც პრობლემის წინაშე იქნები, ის დაგეხმარება და შეეცდება, რომ საუკეთესო გამოსავალი, შენთან ერთად მოიფიქროს.
  • ის გისმენს და ცდილობს გაგიგოს:

მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის არ გეთანხმება, შენი სიყვარული ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბედნიერი იყო. მას ესმის, რა მნიშვნელოვანია უბრალოდ მოსმენა და არ ბრაზდება, თუ სამუშაო დღის ბოლოს, საკუთარ პრობლემებს უზიარებ. უფრო მეტიც, მას მოსწონს, რომ ისაა ადამიანი, რომელმაც შენს შესახებ ყველაზე მეტი იცის.
  • მას შენი წარმატება ახარებს:

თუ ადამიანი შეყვარებულია, მაშინ ის შენი წარმატებებით იამაყებს. შენი ბედნიერება მისი ბედნიერებაა. ხოლო შენი წარუმატებლობა, მისი სევდის მიზეზია.
  • მისი მზერა:

თუ კარგა ხანია ერთად ხართ, მაგრამ ის მაინც თავდაპირველი სინაზითა და ვნებით გიყურებს, მაშინ ეს ნამდვილი სიყვარულია. ეს ნიშნავს, რომ განვლილი დროისა და დაბრკოლებების მიუხედავად, მის გულში, კვლავ განსაკუთრებული ადგილი გიკავია.
  • შენ მისი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი ხარ:

შენ მისი პრიორიტეტი ხარ. თუ ერთად არ ცხოვრობთ, ის ყველაფერს აკეთებს, რათა რაც შეიძლება ხშირად გნახოს. ხოლო თუ ერთად ცხოვრობთ, ხედავ, რომ მას ყოველთვის ეჩქარება სახლში მოსვლა - შენთან მოსვლა.
  • ის გიღებს ისეთს, როგორიც ხარ:

მან იცის, რომ შეუძლებელია ადამიანის შეცვლა და ეს არც არასოდეს უცდია. მან იცის შენი ყველა ნაკლი, ყველა არასრულყოფილება, მაგრამ ის ფიქრობს, რომ ყველაფერის მიუხედავად, სამყაროში საუკეთესო ადამიანი შენ ხარ.
  • ის ჩართულია ყოველდღიურ რუტინაში:

თუ სადილს შენ ამზადებ, მაშინ ის ჭურჭელს გარეცხავს. თუ საყიდლებზე წახვალ, მაშინ საშინაო საქმეებს ის შეასრულებს... არ ელოდება, რომ 15-ჯერ შეახსენო, რა არის გასაკეთებელი. მან იცის, რომ საყვარელ ადამიანზე ზრუნვა, განურჩევლად სქესისა, ყველა ადამიანის ვალდებულებაა.