ჰოროსკოპი

2022 წლის ოქტომბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი: რომელია ზოდიაქოს ყველაზე უიღბლო 3 ნიშანი?

2022 წლის ოქტომბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი: რომელია ზოდიაქოს ყველაზე უიღბლო 3 ნიშანი?

 

  1. ვერძი

(21 მარტი - 19 აპრილი)

ალბათ, შენიშნეთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ბევრი რამ იხარშება ისე, რომ ცდილობთ, ამაზე არ იფიქროთ. მაგრამ ეს არის თვე, როდესაც სიმართლისთვის თვალის გასწორება მოგიწევთ. მხოლოდ იმიტომ, რომ აქამდე, თქვენ თვალის დახუჭვას ამჯობინებდით, ეს პრობლემები არც გამქრალა და არც თავისით მოგვარებულა.

ახლა, თქვენ გაქვთ მოქმედების საოცარი უნარი - თუ არ გსურთ, რომ ამ რეალობაში იყოთ ერთი წლის შემდეგ, მაშინ თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა და დაიწყოთ ღია საუბარი თქვენს ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე.

ამ თვის მთავარი თემა იმის დასრულებაა, რაც აღარ გაბედნიერებთ, მაგრამ ეს არ იქნება მტკივნეული - ახლა, თქვენ იცით, რომ ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ, რათა საბოლოოდ დაიწყოთ თქვენს ცხოვრების გაუმჯობესება.
 
  1. კირჩხიბი

(21 ივნისი - 22 ივლისი)

ძვირფასო კირჩხიბებო, ამ თვეში, თქვენ საბოლოოდ აღმოჩნდებით ისეთ ადგილას, სადაც აღარ გექნებათ საშუალება, რომ სამომავლოდ გადადოთ ის საქმეები, რომლებიც თქვენი მოსაგვარებელია.

ის, რასაც თვის დასაწყისში დაინახავთ და გაანალიზებთ, არის ის რეალობა, რომელშიც ყოველთვის ცხოვრობდით. უბრალოდ, აქამდე, მზად არ იყავით მის დასანახად.

როდესაც გადახვალთ სიმართლის მიღების ეტაპზე, თავს მეტად ძლიერად და თავდაჯერებულად იგრძნობთ. გჯეროდეთ, რომ თქვენ გაქვთ ძალა, მიიღოთ ეს უსიამოვნო გადაწყვეტილებები - ამ თვეში, შესაძლოა დაშორდეთ თქვენს სიყვარულს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრების ეს კონკრეტული თავი საბოლოოდ დასრულდა. წინ გრძელი გზაა, ეს კი, მხოლოდ გადამტეხი ეტაპია.
  1. ლომი

(23 ივლისი - 22 აგვისტო)

სატურნი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რეტროგრადული იყო, საბოლოდ, ოქტომბრის ბოლოს დაიწყებს სწორ მოძრაობას.

დიახ, თქვენ კიდევ უნდა აიტანოთ რამდენიმე შეზღუდული კვირა, მაგრამ ამდენი სხვა პლანეტის პირდაპირი მოძრაობის შემდეგ, თქვენ გექნებათ შეგრძნება, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვროა. როგორც კი სატურნი შემობრუნდება, თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოიშოროთ ის, რაც აღარ გჭირდებათ.

მთელი ოქტომბრის თვე, თქვენ მოგიწევთ მიიღოთ და დაგეგმოთ ამ დიდი დასასრულის დასაწყისი. დაიმახსოვრეთ, თქვენ ამ სიტუაციაში იმაზე დიდხანს იყავით, ვიდრე წარმოგედგინათ, მაგრამ ახლა, წინსვლისა და მოძრაობის დროა. რაც მოხდა, მოხდა - ახალი გათავისუფლების და ფრთების გაშლის დროა!