LIFE

6 ცხოვრებისეული შეცდომა, რომელსაც ახალგაზრდობაში ვუშვებთ და შემდეგ ვნანობთ

6 ცხოვრებისეული შეცდომა, რომელსაც ახალგაზრდობაში ვუშვებთ და შემდეგ ვნანობთ

 
  1. ახალგაზრდობაში, ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველას ვასიამოვნოთ. ამისთვის კი, ხშირად ვამბობ უარს საკუთარ საჭიროებებსა თუ სურვილებზე. მოგვიანებით, ჩვენ ვაანალიზებთ, რომ ამ პროცესში ყველა ადამიანი გავაბედნიერეთ, გარდა საკუთარი თავისა. ეს კი, რა თქმა უნდა, არავინ არ დააფასა.
 
  1. ჩვენ გამუდმებით ვფლანგავთ დროს, რათა „საკუთარი თავი ვიპოვოთ“. სინამდვილეში, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს საკუთარი თავის შექმნაა. ერთ მშვენიერ დღეს ვერ მივხვდებით რა არის ჩვენი ცხოვრებისეული მისია თუ მიზანი. ამისთვის, საკუთარი თავის გაცნობა, ძლიერი და სუსტი მხარეების სწავლა, რეალური ინტერესებისა და შესაძლებლობების გაანალიზებაა საჭირო.
 
  1. ახალგაზრდობაში, ჩვენ ძალიან გვეშინია უარყოფისა და წარუმატებლობის. მაგრამ, დაფიქრიდით, მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრი, რა მოხდებოდა, თუკი გავბედავდით გავრისკავდით, ბევრად მძიმე ტვირთია, ვიდრე ახლა და აქ ცდა, მოქმედება და თუნდაც, ჩაფლავება.
 
  1. ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ გავაბედნიეროთ მშობლები და ვიყოთ კარგი შვილები. ამის სანაცვლოდ კი, ხშირად ვთმობთ ჩვენს სურვილებს, არ ვირჩევთ იმ პროფესიას, რომელიც მოგვწონს და ისე ვმოქმედებთ, როგორც მშობლებს მოეწონებათ. ამ შეცდომას, მხოლოდ გვიან ასაკში ვაანალიზებთ.
 
  1. ახალგაზრდობაში, ჩვენ ვრჩებით უაზრო ან შეურაცხმყოფელ ურთიერთობებში. იქნება ეს მეგობარი თუ პარტნიორი, ხშირად ვცდილობთ, რომ ჩვენი სიკარგით, სხვა ადამიანებს თავი შევაყვაროთ. ასაკში ვაანალიზებთ, რომ ვერავის აიძულებ შეგიყვაროს, ეს დროის სერიოზული და მტკივნეული კარგვაა.
 
  1. ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ ყოველ დილით, ხელახლა ვიბადებით. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და არა ის, რასაც ვგეგმავთ, ან, რაც უკვე ჩავიდინეთ. მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა გუშინ და არ ვიცით, რა მოხდება ხვალ. მაგრამ, დღეს, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი მომავალი, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდით.