სტილის 9 გაკვეთილი დევა კასელისგან: გაიცანით მონიკა ბელუჩის ულამაზესი ქალიშვილი
- 25.10.2022

2022 წლის ნოემბრის Vogue-ს მთავარი გოგონა, დევა კასელია, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი. სწორედ ახალგაზრდა ლამაზმანი გაგვაცნობს შემოდგომა/ზამთრის მთავარი ტენდენციებს და ახალი სეზონის გარდერობის ტრანსფორმაციაში დაგვეხმარება.
-
ფრანგული ამბები

არსებობს კი რამე უფრო ფრანგული, ვიდრე ელეგანტური ლაბადა, წითელი ხელჩანთა და დახვეწილი ფეხსაცმელები მაღალ ქუსლზე?
-
სკოლის მოსწავლე

წლის მთავარი ტრენდი - სკოლის მოსწავლის კუბოკრული ქვედაბოლო, ამ სეზონზე ნაქსოვ ჯემპრსა და თბილ პალტოს დაუმეგობრდება.
-
ლატექსი

ეს ნამდვილად ვინტაჟური გადაწყვეტილება, შემოდგომის წვიმებისთვისაა განკუთვნილი.
-
ვარდისფრის მანია

წინა სეზონების მსგავსად, რომანტიკული ვარდისფერი კვლავ გარდერობის ყველაზე მოთხოვნადი ფერია.
-
წითელი

მონოქრომული წითელი, ამ სეზონის ალბათ ყველაზე თამამი განაცხადია.
-
მონოქრომული ლუქი

და კვლავ ძალიან ტრენდულია ელეგანტური, მონოქრომული ლუქი, ნეიტრალურ ფერებში.
-
დათბილული ქურთუკი

ცხადია, არ არსებობს ზამთარი დათბილული ქურთუკის გარეშე. შეუხამეთ ის განსხვავებულ ფაქტურებს - მაგალითად, ტყავის ქვედაბოლოს და ლატექსის ფეხსაცმელებს - და სეზონის ყველაზე მოდური ტრენდი თქვენი იქნება.
-
ლამაზი ნაქსოვი

ნაქსოვი, მხიარული ტანსაცმელი, ზამთრის ყველაზე კლასიკური, კომფორტული და მოთხოვნადი არჩევანია.
-
ფსიქოდელია

ამ სეზონზე, დროა 60-70-იან წლებში დავბრუნდეთ! პასტელური, ქრომატული ტანსაცმლით, მარტივად შეძლებთ ძალიან განსხვავებული და ტრენდული ლუქის შექმნას.
თემები:
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია