LIFE

3 სიტყვა, რომელიც ნებისმიერი მამაკაცს *აიძულებს*  შეგიყვაროს

3 სიტყვა, რომელიც ნებისმიერი მამაკაცს *აიძულებს*  შეგიყვაროს

სიყვარული, ეს ისეთი იდუმალი და სასურველი სიტყვაა. ამავდროულად, ესაა სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად გვაშინებს. ისწავლო როგორ შეაყვარო თავი ადამიანს, არ ნიშნავს საკუთარი თავის ხელახლა გამოგონებას, გარეგნობის შეცვლას ან რომანტიკის შესახებ ყველა წიგნის წაკითხვას.


თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერ მამაკაცს ან ადამიანს *აიძულოთ* შეგიყვარონ. თანაც, იმაზე მარტივად, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ. და ამისათვის საჭიროა მხოლოდ 3 პატარა სიტყვა.

რასაკვირველია, შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, რომ არსებობს სამი ჯადოსნური სიტყვა, რომელსაც ადამიანის მოჯადოვება შეუძლია. მაგრამ, როდესაც გესმით ამ სიტყვების ეფექტურობის მიზეზს გაიგებთ, შესაძლოა, აზრი შეიცვალოთ.

მაშ, რა არის ეს სამი სიტყვა?
 
  • მე შენ მიყვარხარ? -  არა.
  • მე შენ მინდიხარ? - არა და არა.
  • საყვარელო, საჭმელი გაგიკეთე? - ახლოს ხართ, მაგრამ, არც ეს.

ცხადია, სამივე წინადადება ნამდვილად მომხიბლავია. ჩვენ, ყველას გვინდა გვიყვარდეს და ვიყოთ სასურველები. ადრე იმასაც ამბობდნენ, რომ მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის, მაგრამ, ეს სიტყვები საკმარისი არ არის.

ამ სიტყვებს, ვალდებულების მინიშნებები მოჰყვება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ფრაზებს გაიგონებს, იფიქრებს, რომ თქვენს გრძნობებს უნდა უპასუხოს. მაგრამ სიყვარული, ვალდებულება ხომ არ არის, ეს ბუნებრივი პროცესია. ამიტომ, ეს სიტყვები, ერთგვარი მინიშნებაა, რომ თქვენ მათ სიყვარულს ავალდებულებთ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ფრაზები მხოლოდ დადებით ემოციებს არ იწვევს.
 
  • მე პატივს გცემ? შენით აღფრთოვანებული ვარ? - ახლოსაა, მაგრამ ზუსტად ის 3 სიტყვა არ არის, რომელსაც ვეძებთ...

სინამდვილეში, არსებობს ფრაზა, რომელიც უფრო სიღრმეში მიდის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მაშ ასე, თქვენს წინაშეა:

 
  • მე შენ გენდობი.

ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ გვყავს გამარჯვებული!


ცხადია, ეს სიტყვები აქამდეც იცოდით, მაგრამ, არ იცით მიზეზი, როტომაა ის ასეთი ძლიერი. როდესაც, ადამიანს ეუბნებით, რომ ენდობით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ მის რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ ის თქვენგან განსხვავებულია. თქვენ აღიარებთ მას და პატივს სცემთ მის სამყაროს.

ეს სიტყვები იკითხება როგორც მე ვიღებ შენს სამყაროს, მე მჯერა, რომ ის საინტერესოა“.  როდესაც ამას აკეთებთ, ადამიანს ათავისუფლებთ ყველა ზეწოლისგან, მაგრამ ამასთან, მას მოუწოდებთ იყოს უკეთესი ადამიანი.


ერთი წუთით დაფიქრდით, როდესაც ადამიანები გენდობიან, თქვენც გინდათ მათი ნდობის გამართლება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანდო ხარ, მაშინ სანდო იქნები.

ეს ადამიანური ბუნებაა: როცა ადამიანები ნათელ შუქში გხედავენ, შენც გინდა, რომ გაბრწყინდე. არ გსურს, რომ ვინმეს იმედები გაუცრუო.