SEX

როგორ იცვლება ქალის სექსუალური მოთხოვნილება 20-50+ ასაკში

როგორ იცვლება ქალის სექსუალური მოთხოვნილება 20-50+ ასაკში

 

  • 20-იანი წლები

ბიოლოგიურად, გვიანი თინეიჯერობიდან, 30-იან წლამდე, ქალი ყველაზე ნაყოფიერია. შესაძლოა, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც, ამ პერიოდში, ქალები მეტად რაციონალურად უდგებიან, როდის ან ვისთან ჰქონდეთ სექსი. თუმცა ამ ფაქტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ცნობილი არ არის. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნაყოფიერების კლებასთან ერთად, 20-იანი წლების მიწურულს, ქალის სექსუალური სურვილები იზრდება.
  • 30-იანი და 40-იანი წლები

ცხოვრების ამ პერიოდში, ქალის სექსუალური სურვილი ყველაზე ძლიერია. კვლევებით დასტურდება, რომ 27-დან 45 წლამდე ქალებს უფრო ხშირი და ინტენსიური სექსუალური ფანტაზიები აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს ან უფროსებს. შესაბამისად, რეალურ ცხოვრებაში, თუკი წინა წლებში, ურთიერთობაში სექსუალური ინიციატივით არ გამოირჩეოდნენ, ამ ასაკში, მათი სექსუალური სურვილი პიკს აღწევს.

  • 50-იანი წლები და შემდგომ

ვინაიდან და რადგანაც, ამ ასაკში, არასასურველი ორსულობის შანსი მინიმუმამდეა დასული, ზოგიერთი ქალი უფრო მეტად ინტერესებდა სექსით. თუმცა, როდესაც სხეული მენოპაუზისკენ მიდის, ესტროგენის დონე იკლებს. ეს კი ასუსტებს ლიბიდოს და იწვევს ვაგინალურ სიმშრალეს.  ცხელება, შფოთვა, წონის მატება და ძილის პრობლემები, ასევე, სექსუალური სურვილის ნაკლებობის მიზეზია. თუმცა სწორი ჰორმონალური მკურნალობით, ყველა დისკომფორტი, მაქსიმალურად აღმოფხვრადია. 
  • მშობიარობის შემდეგ

ნებისმიერ ასაკში, ორსულობა და მშობიარობა დიდ გავლენას ახდენს ქალის სექსუალურ ცხოვრებაზე, მაგრამ ეს ყველასთვის განსხვავებულია. ორსულის სხეული და ჰორმონები, მთელი 9 თვის განმავლობაში იცვლება.

ერთისთვის, ეს შეიძლება ნიშნავდეს ლიბიდოს ამაღლებას, განსაკუთრებით მეორე ტრიმესტრში, და სხვისთვის - სურვილის ნაკლებობას. მშობიარობის შემდეგ ძუძუთი კვება, ბავშვების აღზრდა და სხვა ფაქტორები, გავლენას ახდენენ სექსის სურვილზე და ინტერესზე. როგორც წესი, ესაა პერიოდი, როდესაც ქალის სექსუალური სურვილი, უბრალოდ მინიმუმამდეა დასული.