ჰოროსკოპი

2022 წლის დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღები: ეს თვე, წარმოუდგენელი ემოციებით იქნება სავსე!

2022 წლის დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღები: ეს თვე, წარმოუდგენელი ემოციებით იქნება სავსე!

თვის პირველი მნიშვნელოვანი კოსმოსური მოვლენა მოხდება 3 დეკემბერს, როდესაც მეოცნებე პლანეტა ნეპტუნი, დაამთავრებს თავის რეტროგრადულ მოძრაობას და პირდაპირ გზით სვლას გააგრძელებს თევზების ნიშანში. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან, მომდევნო 6 თვის განმავლობაში, უფრო მეტად დავუკავშირდებით ჩვენს ინტუიციას. ამ დღეს, ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, გულისთქმას და სამყაროს ნიშნებს.

6 დეკემბერს, კომუნიკაციის პლანეტა მერკური გადავა თხის რქაში, ამ დროს, ვარსკვლავები დაგვეხმარებიან გარკვევით ვილაპარაკოთ და ნათლად გამოვხატოთ ჩვენი სურვილები.

7 დეკემბერს კი, სავსე მთვარეა - თანაც, ტყუპების ნიშანში. ეს ენერგია იდეალურია ჭორებისთვის, ამიტომ არ მიაქციოთ ყურადღება რას ამბობენ სხვები. ამ დროს, გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია.

9 დეკემბერს, ვენერა, სიყვარულის პლანეტა, გადადის მიწიერ თხის რქაში. ამ პერიოდში, პირადი ურთიერთობებში, პრობლემები წარმოიქმნება.

საბედნიეროდ, 20 დეკემბერს, იუპიტერი გადავა თავდაჯერებული ვერძის ნიშანში და დაგვარწმუნებს, რომ ჩვენი ურთიერთობები საკმარისად ძლიერია და ასეთი გამოწვევები, მას ვერაფერს დააკლებს.

21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - წელიწადის ყველაზე მოკლე დღე და თარიღი, როდესაც მზე თხის რქაში გადავა.

23 დეკემბერს, ბნელი ახალი მთვარე თხის რქის ნიშანს გაანათებს. ეს დღე სიმბოლურად  განასახიერებს ახალ საწყისებს. ამ დროს იდეალურია მომავალი წლის გეგმების ჩამოწერა.

იმავე დღეს, ქირონი, ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი კომეტა, რომელიც ცნობილია როგორც „დაჭრილთა მკურნალი", დაამთავრებს თავის რეტროგრადულ მოძრაობას და პირდაპირ ვერძში გადავა. ეს არის თარიღი, რომელიც უნდა შემოხაზოთ თქვენს კალენდარში: ეს დღე, მთლიანად ორიენტირებულია წარსულის გაშვებასა და აწმყოში დაბრუნებაზე.

29 დეკემბერს, მერკურის ბოლო რეტროგრადული მოგზაურობა დაიწყება, მაგრამ გთხოვთ, ეს არ აღიქვათ, როგორც წლის უარყოფითი დასასრული - როგორც უკვე მიხვდით, ეს თვე, წარმოუდგენელი ემოციებით იქნება სავსე!

და რაღა თქმა უნდა, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!