მშობლები
რას ნიშნავს იყო დედა? - რიანა ახალ ამპლუაზე გულწრფელად საუბრობს
- 14.01.2023
სულ ცოტა ხნის წინ, რიანამ თავისი პირველი TikTok გამოაქვეყნა და საზოგადოებას თავისი შვილი დაანახა. უჩვეულო გადაწყვეტილებაა, თუმცა პირველი გამოჩენისას პატარა მანქანის უკანა სავარძლიდან, ბავშვებისთვის განკუთვნილი სკამიდან მიესალმა საზოგადოებას. 34 წლის მომღერალი ახალა დედაა და როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.
ვარსკვლავი ამბობს, რომ ორსულობის დროს რიანა ფიქრობდა იმაზე, თუ როგორი დედა იქნებოდა. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ის არის დედა, რომელიც ზედმეტად იცავს საკუთარ შვილს - „და ეს ძალიან მტკივნეულია, რადგან ვგრძნობ, რომ ასეთი ტიპის დედა ვხდები. როცა ამაზე ვფიქრობ, ჭკუიდან ვიშლები“.
როცა დედა ხდები, ხასიათი მთლიანად იცვლება - შვილი ხდება მთავარი პრიორიტეტი. რიანა ამბობს, რომ მას შეუძლია საკუთარი შვილის დასაცავად ყველაფერზე წავიდეს - „უარესი. თუკი ჩემს შვილზე რამეს ისე იტყვი, მაშინ ყველაფერი დასრულებულია“.
მომღერალი აღიარებს, რომ მან უამრავი რჩევა მიიღო დედობასთან დაკავშირებით. ამ გრძელი სიიდან, მას განსაკუთრებით ერთი დაამახსოვრდა.
„ალბათ საუკეთესო რჩევა, რაც მიმიღია, ესაა - ახლა დაიძინე, რადგან მოგვიანებით ამის ფუფუნება არ გექნება. სანამ ეს ეტაპი წარსულს ჩაბარდება, ვფიქრობ, ამ საკითხზე უნდა ვიმუშაო“.
ვარსკვლავმა გულწრფელად გაგვიზიარა, რომ დღის საყვარელი ნაწილი დილაა:
„დილით, როგორც კი მის სახეს დავინახავ! ახალგაღვიძებული, პატარა, შეშუპებული თვალებით, ცოტა გაოცებული რომ იყურება. თითქოს ცდილობს გაარკვიოს, თუ სად მოხვდა. ეს არის ყველაზე საყვარელი რამ ამ ცხოვრებაში და ამიტომ, ეს არის დღის ჩემი საყვარელი ნაწილიც. ”
თემები: მშობლები და შვილები, ბავშვები