მშობლები
რას ნიშნავს იყო მარტოხელა დედა? ცნობილი ქალების გულწრფელი კომენტარები
- 20.01.2023
-
სანდრა ბულოკი
„როდესაც ვინმე მეკითხება, სად არის ბავშვების მამა, ვპასუხობ - მხოლოდ მე ვარ. ვფიქრობ, ღმერთო ჩემო, მე ვარ მარტოხელა დედა, ბავშვთან ერთად. ეს როგორ მოხდა ... . თავიდან თავს არასრულყოფილად ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ მე არ ვარ სრული პაკეტი და შემდეგ მივხვდი, რომ ვცდებოდი - მე ვარ სრულყოფილი პაკეტი, ეს არის ყველაფერი, რაც ჩემს შვილს სჭირდება".
-
ოლივია უაილდი
„განქორწინების შემდეგ ჩვენი შვილები დაზარალდნენ. ხომ იცით, რა ძნელია, ოჯახური ცვლილებები. პოზიტიური ის არის, რომ მე შემიძლია ჩემს შვილებთათან საუბარი ემოციებზე, ბედნიერებაზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს ოჯახი და სიყვარული. ამ მოვლენამ, ფაქტობრივად, მომცა საშუალება სხვაგვარად გამეცნო ისინი. ჩემი შვილები, ჩემი პრიორიტეტია”.
-
ადელი
„ეს პროცესია: განქორწინების პროცესი, მარტოხელა დედად ყოფნის პროცესი. მაგალითად, როდესაც შვილი გავაჩინე, ნამდვილად არ მქონდა გეგმაში, რომ მე მას ყოველ დღე ვერ ვნახავდი, თუმცა, ასე მოხდა“.
-
შარლიზ ტერონი
„თუ გადაწყვეტ, რომ ბავშვი იშვილო, ეს უპირობოდ უნდა გააკეთო. როდესაც შვილად აყვანის პროცესი დავიწყე, დარწმუნებული ვიყავი, რომ შემეძლო შემესრულებინა დედის როლი. ვფიქრობ, რომ შემიძლია ჩემს შვილებს მივცე ის სიყვარული და ყურადღება, რომელიც მათ სჭირდებათ“.
-
ჯენუარი ჯონსი
„კარგია, როდესაც გვერდით ძლიერი მამაკაცი გყავს, რომელიც ბავშვს ქალების პატივისცემას ასწავლის. თუმცა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ბავშვს ცხოვრებაში ჰყავს ადამიანი, რომელიც ეუბნება: „ნუ ტირი“ ან „გოგოსავით იქცევი“. დიახ, ყველაფერს აქვს მეორე მხარე. მე არ ვგრძნობ, რომ პარტნიორი მჭირდება. მინდა? შესაძლოა. მაგრამ არ ვარ უბედური ან მარტოსული იმიტომ, რომ მარტოხელა დედა ვარ. მე შვილი მყავს და ეს ყველაფერია“.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია