LIFE

ყოველწლიურად, ჟურნალ People, ყველაზე ლამაზ ადამიანს ასახელებს - 2022 წლის არჩევანი კი, ჩვენი საზოგადოების ევოლუციაზე მიანიშნებს

ყოველწლიურად, ჟურნალ People, ყველაზე ლამაზ ადამიანს ასახელებს - 2022 წლის არჩევანი კი, ჩვენი საზოგადოების ევოლუციაზე მიანიშნებს

უკვე სამ ათწლეულზე მეტია, ჟურნალი People ყველაზე ლამაზ ადამიანს ასახელებს და ცნობილი გამოცემის გარეკანს უთმობს. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ყველა ვარსკვლავი თავისებურად მშვენიერია, ცნობილი ჟურნალის გარეკანზე მოხვედრა განსაკუთრებული პატივია. ზოგიერთ ვარსკვლავს კი ეს წოდება რამდენჯერმე ერგო - მაგალითად, ჯულია რობერტსი People-ის გარეკანზე 4-ჯერ მოხვდა: 1990, 2000, 2005 და 2017 წლებში.


ცხადია, არც 2022 ელი ყოფილა გამონაკლისი და მთავარ გმირიც დასახელდა. სანამ ამ არაჩვეულებრივ არჩევანს გაგაცნობთ, ბოლო 10 წლის ყველაზე ლამაზი ადამიანები გავიხსენოთ.

2012 წელი - ბიონსე



2013 წელი - გვინეტ პელტროუ



2014 წელი - ლუპიტა ნიონგ'ო



2015 წელი - სანდრა ბულოკი



2016 წელი - ჯენიფერ ენისტონი



2017 წელი - ჯულია რობერტსი



2018 წელი - პინკი



2019 წელი - ჯენიფერ გარნერი



2020 წელი - კეიტ ჰადსონი, მისი ქალიშვილი რანი როუზი
და დედა - გოლდი ჰონი



2021 წელი - ქრისი ტეიგენი




როგორც დაგპირდით, 2022 წლის არჩევანი ნამდვილად განსაკუთრებულია - ესაა ჰელენ მირენი, 77 წლის მსახიობი, რომლის სატელევიზიო დებიუტი, ჯერ კიდევ 1965 წელს შედგა.

როგორ მოგწონთ People-ის ეს გადაწყვეტილება? ეთანხმებით თუ არა ამ არჩევანს?