მართალია, რომ სიტყვა „გაზაფხული“ წლის ყველაზე ამაღელვებელი სეზონის აღმნიშვნელი სიტყვაა, მაგრამ ის, ასევე გამოხატავს ხელახალი დასაწყისის, გაახალგაზრდავებისა და განახლების იდეებს.
- დაუკავშირდით ბუნებას და შესაბამისად, დაუკავშირდით საკუთარ თავს. უბრალოდ გამოდით სახლიდან, ისეირნეთ, იარეთ ველოსიპედით, წამოწექით პარკში და მიეფიცხეთ მზის სხივებს - მერე რა, თუ ჯერ კიდევ ცივა და მზეც არ ათბობს. უბრალოდ ისუნთქეთ, იგრძენით ბუნების მშვენიერება, იყავით მადლიერი, განიცადეთ სამყაროს მშვენიერება და მოემზადეთ ახალი დღისთვის.
- გრძელი დღეები, ძილის რეჟიმის მოსაწესრიგებლად გამოიყენეთ. ყოველ დილა საღამოს, ერთი და იმავე დროს გამოდით სახლიდან და ისეირნეთ თუნდაც 10 წუთის განმავლობაში. მზის შუქი დააპროგრამებს თქვენი სხეულის ბუნებრივ საათს და დაგეხმარებათ ძილის რიტმის დარეგულირებაში.
- იკვებეთ სეზონის შესაბამისად. შეამოწმეთ ადგილობრივი ბაზარები და მაღაზიები, რათა შეიძინოთ სეზონური, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ხილ-ბოსტნეული.
- ყვავილები ყოველთვის შთამაგონებელია. როდესაც ფერად-ფერად ყვავილებს ვუყურებთ, ვიცით, რომ გაზაფხული ახლოსაა. მცენარეებსა და ყვავილებს მოაქვთ სიცოცხლის, ბედნიერების ენერგია. ამიტომ, შეიძინეთ თქვენი ფავორიტი ყვავილები და გაალამაზეთ საცხოვრებელი სივრცე.
- მოიშორეთ ძველი ნივთები. გადახედეთ თქვენს კარადას და მოიშორეთ ყველა ის ნივთი, რომელზეც ფიქრობთ, რომ აღარ გამოიყენებთ. ან არც არასოდეს გამოგიყენებიათ, რაც უკვე მოძველდა, ან რაც უკვე აღარ შეესაბამება თქვენს განწყობას...
- და გაუშვით ის, რაც აღარ გჭირდებათ. რისი გაშვება გსურთ თქვენი ცხოვრებიდან? ახლა შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ თვალი გადაავლოთ და შეაფასოთ - რა არის ის, რაც აღარ გჭირდებათ? ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ბედნიერების ნაცვლად, მხოლოდ სევდით და ტკივილით გავსებთ? ნუ შეგეშინდებათ, გაუშვით ყველა და ყველაფერი, რაც აღარ გაბედნიერებთ - გაზაფხული ხომ, სწორედ ამისთვისაა შექმნილი.
თემები: