LIFE

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მას, ვინც წარმატებას ვერ მიაღწია

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მას, ვინც წარმატებას ვერ მიაღწია

ძნელია დაივიწყო სიტყვაწარმატებ“, რადგან მთელი საზოგადოება, ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში მოგვიწოდებს და გვასწავლის, როგორ გავხდეთწარმატებული ადამიანი“. ჩვენს კულტურაში, ეს კონცეფცია დაკავშირებულია ისეთ კონკრეტულ იდეებთან, როგორიცაა: სიმდიდრე, პირადი ურთიერთობა, გარეგნობა, მოგზაურობა და მრავალი სხვა.

მაგრამ წარმატების ასეთი გაღმერთების მინუსი ის არის, რომ ჩვენ ადამიანებს ორ კატერგიად ვყოფთ: „წარმატებულები“ და „წარუმატებლები“. ვფიქრობთ, რომ მათ, ვინც წარმატებას ვერ მიაღწიეს, რაღაც პრობლემა აქვთ. იგივე ხდება საკუთარი თავის შემთხვევაშიც, თუკი კონკრეტულ მიზანს ვერ ვაღწევთ, თვითგვემას და თვითკრიტიკას ვიწყებთ. სწორედ ამ დროს, ჩვენ გვჭირდება შეხსენება:

ადამიანები, რომლებიც ვერ აღწევენ წარმატებას, სულაც არ არიან ნაკლებად გონიერები.

თუ ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი წარმატებული, როგორც ამას რეკლამები და სოციალური მედია გვაჩვენებს, ეს გვაფიქრებინებს, რომ პრობლემა გვაქვს - ჩვენ ვართ დამარცხებული, სულელი ადამიანები, მაგრამ ეს ასე არაა - ის ფაქტი, რომ წარმატებას ვერ მიაღწიე, იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლებად კარგი ხარ.

ყველა ვერ იქნება წარმატებული, მაშინაც კი, თუ ეს ადამიანი სწორად მოიქცევა და ბევრს იშრომებს, შეიძლება წარუმატებელი დარჩეს. და ეს პრობლემა არ არის, რადგან:

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომ, ყველამ თავად უნდა განსაზღვროს, როგორ გამოიყურება მისთვის წარმატება.

ზოგისთვის ეს ახალი სამოგზაურო მიმართულებები, ზოგი კი პრიორიტეტს მშვიდობიან ცხოვრებას ანიჭებს. ამათგან არც ერთი ჯგუფი არ არის მეორეზე უკეთესი ან უარესი. სანამ თავს კარგად ვგრძნობთ ჩვენი ცხოვრებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „წარმატებას მივაღწიეთ“.

ის, ვინც ჩვენი სტანდარტებით დამარცხებულებად გვეჩვენება, შეიძლება ძალიან კარგად გრძნობს თავს, ან შეიძლება ცუდადაა. მაგრამ ფაქტი ერთია - როგორც კი სხვა ადამიანებში ნაკლის ძებნაზე ვიქნებით ორიენტირებულები, მით ნაკლებად თანამგრძნობი ვიქნებით საკუთარი თავის მიმართ.

ფართო მსოფლმხედველობა დაგვეხმარება თავად განვსაზღვროთ, რა არის ჩვენი წარმატება და დავივიწყოთ დანაშაულისა გრძნობა, რომლებიც ბედნიერებაში გვიშლის ხელს.

წარმატების მიღწევა ძნელია. მაგრამ ამის მიზეზი ის კი არაა, რომ არასწორად ვცხოვრობთ, არამედ, შესაძლოა, წარმატების ეს გაგება ჩვენთვის არაა შექმნილი.

მიეცით სხვებს და პირველ რიგში საკუთარ თავს წარუმატებლობის, შეცდომების დაშვების უფლება და თქვენ ბევრად ბედნიერი ადამიანი გახდებით.