LIFE

9 ნიშანი იმისა, რომ შეყვარებულს უნდა დაშორდე - რაც მალე, მით უკეთესი!

9 ნიშანი იმისა, რომ შეყვარებულს უნდა დაშორდე - რაც მალე, მით უკეთესი!

ურთიერთობაში ყოფნა სახალისოა, განსაკუთრებით კი, საწყის ეტაპზე:


შენი შეყვარებული ხომ სამყაროში ყველაზე საყვარელი ბიჭია, ვინც კი ოდესმე გინახავს. არც კი გჯერა, ერთად რომ ხართ... ისეთი შეგრძნება გაქვ, თითქოს მთელი სამყარო ციმციმებს. ის ისეთი მხიარული და ჭკვიანია, რომ ფიქრობ, ასეთი ადამიანის გვერდით მთელს ცხოვრებას გაატარებდი.

მაგრამ შემდეგ იწყება რეალური ცხოვრება და აანლიზებ, რომ ეს ადამიანი, არც ისეთი სრულყოფილია. და შენ იწყებ ფიქრს, რომ შეიძლება არ შენი მეორე ნახევარი სულაც არ არის...  

თუკი ახლა სწორედ ამ ეტაპზე ხარ და არ იცი, რა უნდა გააკეთო, მაშინ ჩვენ გთავაზობთ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარება გაარკვიო, უნდა დაშორდე თუ არა შენს შეყვარებულს.
  1. შენ ვერ ხედავთ მასთან მომავალს

ის, თუ რას გეგმავთ მომავალში, განსხვავებულია. ორივე იზრდებით და იცვლებით, წასვლა კი, სხვადასხვა მიმართულებით გსურთ.
  1. ურთიერთობაში თავს მარტოდ გრძნობთ

როცა მის გვერდით ხარ, თავს ხაფანგში გრძნობ. თითქოს აღარ იცი ვინ ხარ, რადგან ის გამუდმებით გთხოვს შეიცვალო. არ გაქვს განცდა, რომ ამ ადამიანს შენი ესმის, გაფასებს და რაც მთავარია, უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.
  1. ბოლო დროს ხშირად ტირი

შენ ცდილობ გაუმკლავდე ურთიერთობის კრიზისს და იყო გულწრფელი, მაგრამ ის გადანაშაულებს, რომ ზედმეტად დრამატული ხარ. ის გეუბნება, რომ უნდა დამშვიდდე, ყველაფერი შენ გეჩვენება. მას არ აინტერესებს, რომ შინაგანად ასეთი გატეხილი ხარ.
  1. ხშირად კამათობთ

უფრო მეტიც - არავის აღარ სურს ბოდიშის მოხდა. სიამაყე უფრო დიდია, ვიდრე სიყვარული. ახლა, მას აღარ ეშინია, რომ მისი სიტყვები გულს გტკენს.
  1. ხშირად ეჭვიანობ

შენ ნამდვილად არ ხარ პარანოიდული ადამიანი, მაგრამ გრძნობ, რომ რაღაცას გიმალავს. ახლა დროა, საკუთარ ინტუიციას ენდო!
  1. გენატრება მარტოობა

...და გაქვს იმედი, რომ კიდევ ერთხელ იგრძნობ თავისუფლებას.
  1. მასთან საუბარ თითქმის შეუძლებელია

თქვენ აღარ საუბრობთ მნიშვნელოვან საკითხებზე. ისეთი გრძნობა გაქვს, რომ ის შენთვის უცხო ხდება. დღის ბოლოს, როცა სამსახურის ამბებს უყვები, უბრალოდ ამთქნარებს. შენ ამჩნევ, რომ მას აღარ აინტერესებს რას ფიქრობ.
  1. შენს მეგობრებს ის არ მოსწონთ

მართალია, სხვების აზრებით არ ცხოვრობ, მაგრამ, შენც ამჩნევ, რომ მათი ნეგატიური დამოკიდებულება, უსაფუძვლო არ არის.

ხანდახან შენმა ახლობელმა ადამიანებმა უკეთ იციან, რა არის საუკეთესო შენთვის. ამიტომ დროა დაიწყო მათი მოსაზრებების მოსმენა და აღიარება.
  1. მისი დანახვა აღარ აღგაფრთოვანებს

როცა გიახლოვდება, შენი გულისცემა აღარ იზრდება. არც მის ღიმილზე იწყებენ პეპლები ფარფატს. და არც ერთი რომანტიკულ ჟესტს არ შეუძლია შეცვალოს ის ფაქტი, რომ მასზე აღარ ხართ შეყვარებული - ის აღარ არის შენი ბედნიერების მიზეზი.

მასთან დაშორება მტკივნეული იქნება, მაგრამ დაიმახსოვრე, მოციური გულწრფელობა, სამომავლოდ, უფრო დიდი ტკივილისგან გადაგარჩენთ.