LIFE
პაემანი ძვირადღირებულ რესტორანში და მყუდრო საღამო სახლში - 6 ლუქი ვალენტინობისთვის, რომელიც ყველა ქალს გამოადგება
- 05.02.2023
რასაც არ უნდა გეგმავდეთ 14 თებერვალს, იქნება ეს მეგობრებთან ერთად ლანჩზე გასვლა, რომანტიკული ვახშამი თუ სახლში კომედიის ყურება, ეს არის დღე, რომელიც განსაკუთზრებული უნდა იყოს - ისევე, როგორც წელიწადის სხვა ნებისმიერი დღე.
მაგრამ, მოდით შევთანხმდეთ, რომ ამ რომანტიკული დღესასწაულის მაგია ყველა ადამიანზე მოქმედებს. ამიტომ, ცოტათი გარისკეთ, იმხიარულეთ და დაიჯერეთ, რომ თანამედროვე ცხოვრებაში, ნამდვილი სიყვარული, ჯერ კიდევ არსებობს.
არსებობს და ის გელოდებათ.
#1 - თუ ვალენტინობას მეგობრებთან ერთად, ახალ რესტორანში აღნიშნავთ:
ეს პაწაწინა ვერცხლისფერი გულის საყურეები შეახსენებს თქვენს მეგობრებს, თუ რამდენად გიყვართ ისინი.
#2 - თუ სამსახურის გამო, მხოლოდ ლანჩზე ახერხებთ გასვლას:
თუნდაც 2 საათის განმავლობაში, იყავით ფერადი, მომხიბლავი და მოდური. ცხოვრება სასწაულებითაა სავსე და არავინ იცის, როდის შეხვდებით თქვენს ბედისწერას.
#3 - თუ (ნამდვილ!) პაემანზე მიდიხართ:
ტყავის ქვედაკაბა, მინიმალისტური ზედა და მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავს.
#4 - თუ მეგობრებთან ერთად გეგმავთ ბარში წასვლას:
14 თებერვალი ბზინვარების შესანიშნავი მიზეზია. თანაც, თუ მარტოხელა ხართ, დიდი შანსია, რომ ნებისმიერი კაცის გულს ადვილად დაიპყრობთ.
#5 - თუ სახლში გეგმავთ დარჩენას:
მნიშვნელობა არ აქვს მარტო იქნებით თუ შეყვარებულთან ერთად - სახლის ლამაზი სამოსი, ნამდვილად შესანიშნავ განწყობას გპირდებათ.
#6 - თუ ძვირადღირებულ პაემანზე მიდიხართ:
იყავით ელეგანტური, დახვეწილი და სექსუალური. ეს თქვენი დღეა! თქვენ განსაკუთრებული ხართ!
თემები:
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია