LIFE

17 რამ, რაც დაქორწინებამდე ყველა ქალმა უნდა გააკეთოს

17 რამ, რაც დაქორწინებამდე ყველა ქალმა უნდა გააკეთოს

  1. საცხოვრებლად მარტო გადადი, სულ მცირე ერთი ლის განმავლობაში.

შენ უნდა იცოდე, როგორ იზრუნო საკუთარ თავზე.

  1. იცხოვრე სხვასთან ერთად, ესეც, მინიმუმ ერთი ლის განმავლობაში.

შენ უნდა იცოდე, როგორ იზრუნო საკუთარ თავზე მაშინ, როდესაც სახლში სხვა ადამიანიცაა და მისი საჭიროებებიც მნიშვნელოვანია.

  1. მოიშუშე გატეხილი გული ტკივილი.

და ისწავლე, რეალურად, როგორია შენი საოცნებო ურთიერთობა.

  1. მარტო წადი დასასვენებლად.

ძალიან სახალისოა ერთკვირიანი საზაფხულო რომანი ადამიანთან, რომელსაც ცხოვრებაში მეორედ აღარ შეხვდები. 

  1. ხშირად გადი ქალაქგარეთ გოგოებთან ერთად.

დაიმახსოვრე - ნამდვილი მეგობრობა ფასდაუდებელია.

  1. იყიდე რაც შეიძლება დიდი საწოლი და მარტო ძილით ისიამოვნე.

ქორწინების შემდეგ, ეს მხოლოდ ოცნება იქნება.

  1. დაალაგე ფინანსური მდგომარეობა.

არაფერია იმაზე სექსუალური ვიდრე ქალი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი და ბედნიერი ცხოვრება.

  1. შეიყვარე საკუთარი სხეული.

სანამ სხვა ადამიანი შეგიყვარებს, მანამ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი.

  1. გქონდეს სექსი იმ ადამიანთან, რომლთანაც გრძელვადიან ურთიერთობას არ გეგმავ.

ურთიერთობა ვალდებულების გარეშე - ესაა გრძნობა, რომელიც ყველა ქალმა უნდა გამოცადოს.

  1. დაფარე ყველა საკრედიტო ბარათის დავალიანება და სესხი.

ვალების გარეშე ცხოვრება, კარგია. მაგრამ იცოდე, რომ ფინანსურ გამოწვევას თავად გაუმკლავდი, ეს ბედნიერებაა.

  1. ზედმეტად ბევრი ფული დახარჯე რაიმე არასერიოზულზე.

უბრალოდ, გაანებივრე საკუთარი თავი. შენ ამას იმსახურებ.

  1. განდევნე წარსული ურთიერთობის დემონები.

და მართლა დაასრულე ყველა ურთიერთობა.

  1. იმოგზაურე ეგზოტიკურ ქვეყნებში.

გარისკე, რეალურ ცხოვრებაშიც ნახე პანდები და სპილოები.

  1. აპატიეთ მშობლებს, რომ ისინი სრულყოფილები არ ყოფილან.

გახსოვდეს, რომ ისინი ცდილობდნენ ყველაფერს, რათა ბედნიერი ბავშვი ყოფილიყავი.

  1. გამოცადე ძალიან ცუდი პირველი პაემანი.

მოგვიანებით, ამაზე ძალიან ბევრს იცინებ.

  1. იპოვე ჰობი, რომელიც გაბედნიერებს.

ქორწინებამდე და მის შემდეგაც, აუცილებელია გქონდეს საკუთარი ცხოვრება, რომელსაც სხვას არ გაუზიარებ.

  1. იზეიმე 25 წლის იუბილე.

არც ერთი ქალი არ უნდა გათხოვდეს 25 წლამდე. ნამდვილი, დამოუკიდებელი და ბედნიერი ცხოვრება ხომ, სწორედ ამ ასაკში იწყება!