- თუ ეს ურთიერთობა შენთვისაა შექმნილი, მაშინ ის შენს ცხოვრებაში სიცხადეს და სიმშვიდეს მოიტანს და არა - ქაოსსა და დაბნეულობას.
- თუ ეს ადამიანი შენთვისაა შექმნილი, მაშინ ის არ გაიქცევა, არ დაიმალება და არ გაექცევა შენთან ყოფნას. შენ არ დაგჭირდება მისი დევნა.
- თუ ეს ადამიანი შენთვისაა შექმნილი, მაშინ არ გაჩნდება თხოვნის, დარწმუნების ან დაძალების საჭიროება. ყველაფერი მარტივად, ბუნებრივად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ განვითარდება.
- თუ ეს ადამიანი შენთვისაა შექმნილი, მის გვერდით, არ გაგიჩნდება განცდა, რომ საკმარისად კარგი არ ხარ. უფრო მეტიც, იგრძნობ, რომ სამყაროში ყველაზე ღირებული და საყვარელი ადამიანი ხარ.
- თუ ეს ადამიანი შენთვისაა შექმნილი, მის გვერდით უპირობო მხარდაჭერას და სიყვარულს იგრძნობ. შენთვის გაქრება ისეთი ცნება, როგორიცაა ტოქსიკური ან დესტრუქციული ურთიერთობა.
- თუ ეს ადამიანი შენთვისაა შექმნილი - ამას იგრძნობ. შეწყვიტე ნიშნების იგნორირება. შეწყვიტე ადამიანების დევნა, გაუშვი ის, ვის გვერდითაც არ ხარ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. გაუშვი, რათა მიიღო ის, რაც შენთვისაა შექმნილი. ის, რასაც იმსახურებ.
თემები: წყვილი, ბედნიერი წყვილი