LIFE

დაავადება, რომლის შესახებ არავინ საუბრობს

დაავადება, რომლის შესახებ არავინ საუბრობს

გაღვიძება, 10-დან 6-მდე მუშაობა, სოციალური ქსელები, შუალედში შესვენება - ჭამა და ყავის დალევა, ისევ სოციალური ქსელები, სახლში დაბრუნება, ვახშმის გამზადება, ისევ სოციალური ქსელები, ტელევიზორის ყურება, ისევ სოციალური ქსელები, დაძინება...

თუ ეს თქვენი ყოველდღიურობაა, დაიმახსოვრეთ, თითოეული ეს საქმიანობა, მხოლოდ დროებით სიამოვნებას განიჭებთ. რა ემართება ტვინს, თუკი ასე ცხოვრობთ?

ის ეჩვევა აქტივობების ერთსა და იმავე ნიმუშს. შესაბამისად, მას არ სჭირდება ძალისხმევა, რათა დავალებას გაუმკლავდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ტვინი ზარმაცდება და შედეგად, თქვენც ზარმაცდებით. ცხოვრების ასეთი ციკლი კი, ქრონიკული დაღლილობის და დეპრესიის წინაპირობაა.

ასეთი ყოველდღიურობის პირობებში, თქვენ გიჭირთ ფოკუსირება, დაძინება, იმატებთ წონაში, კარგავთ მოტივაციას და ფიქრობთ, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს.

სინამდვილეში, თქვენ გავიწყდებათ ცხოვრების მთავარი დებულება:

დრო ყველაზე ღირებული რესურსია, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეფექტიანად გამოვიყენოთ.

რას ვგულისხმობთ ამაში?

ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ გავარღვიოთ ერთფეროვანი ყოველდღიურობის ჩაკეტილი წრე და ცხოვრებაში, მეტი განსხვავებული აქტივობა შემოვიტანოთ.



იქნება ეს მრავალფეროვანი სამსახურის ძიება, ახალ საგანმანათლებლო კურსებზე რეგისტრაცია, საღამოობით პარკში სეირნობა თუ ახალი კერძების მომზადება - უნდა ვცადოთ, რომ ყოველი დღე, იყოს განსხვავებული, ვიდრე წინა. შედეგად კი, ყოველი დღე, იქნება უკეთესი, ვიდრე წინა.

ცხოვრება არ არის ერთფეროვანი და მოსაწყენი. ეს თქვენი ყოველდღიური რუტინაა შესაცვლელი. დაიმახსოვრეთ, ცვლილება, არის ის, რაც ყველა ადამიანის მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

გადადგით ნაბიჯი წინ - სულ ცოტათი შეცვალეთ თქვენი თითოეული დღე, თქვენი დღევანდელი დღე და შესაბამისად, მთელი ცხოვრებაც შეიცვლება!

სიცოცხლე ხომ ერთხელ გვეძლევა, ამიტომ, ვალდებულები ვართ, რომ ის სიხარულითა და ბედნიერებით ავავსოთ...