LIFE

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ეს 5 სურნელი, თავდაჯერებას აძლიერებს

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ეს 5 სურნელი, თავდაჯერებას აძლიერებს

ყველასთვის ცნობილია, რომ სურნელ შეუძლია მთლიანად შეცვალოს თქვენი განწყობა. ამის მიზეზი ისაა, რომ თქვენი ყნოსვის რეცეპტორები, პირდაპირ უკავშირდებიან ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია ემოციებზე და მოგონებების ინტერპრეტაციაზე. გამოდის, რომ სურნელი, არსებითად არის დაკავშირებული მოგონებებთან. ამიტომ, ძალიან შირად, კონკრეტულ არომატს უკავშირებთ იმას, თუ რას გრძნობდით, როდესაც პირველად შეიგრძნოთ ეს კონკრეტული სურნელი...


მოდით, ერთად გავარკვიოთ, რომელია ის ჯადოსნური არომატი, რომელიც საკუთარი თავის სიყვარულსა და თავდაჯერების გაძლიერებაში დაგვეხმარება:
 

#1 - ილანგ-ილანგი
 



ილანგ-ილანგი ტროპიკული ყვავილია, რომელსაც არ ეშინია იყოს გამორჩეული - ღია ყვითელი ფერის საშუალებით, შეუძლებელია ვერ შენიშნოთ. მისი სურნელი სუპერ ყვავილოვანია და ხშირად ასოცირდება ძლიერ ქალურ ენერგიასთან. ამბობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აფროდიზიაკი - როდესაც ადამიანი ამ სურნელს შეიგრძნობს, მისი განწყობა მკვეთრად უმჯობესდება.

#2 - ვანილი



ვანილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სურნელია, რომელიც აუმჯობესებს განწყობას და ადამიანს მოდუნებაში ეხმარება. ის იდეალურად აღვიძებს სენსუალურ ჩაკრებს და აძლიერებს კავშირს სხეულსა და გონებას შორის.

#3 - ციტრუსები



ციტრუსი კიდევ ერთი გავრცელებული სურნელია, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება სუნამოებში: მისი არომატის ერთი შესუნთქვაც კი საკმარისია, რათა ადამიანს თავი ენერგიულად აგრძნობინოს. დამატებით, კვლევებით დასტურდება, რომ ლიმონის სუნი გვეხმარება სტრესის განმუხტვასა და პოზიტიური შთაბეჭდილების მოხდენაში.

#4 - ჟასმინი



ჟასმინის სურნელს აქვს მაგია, თავი უფრო ოპტიმისტურად გაგრძნობინებთ და დადებითი ენერგიით აგავსოთ. ჟასმინის ზეთი გამოიყენება როგორც ბუნებრივი ანტიდეპრესანტი და დადასტურებულია, რომ ამშვიდებს ნერვებს. თუკი უძილობა გაწუხებთ, ბალიშზე მოათავსეთ ჟასმინის ზეთის რამდენიმე წვეთი და ტკბილი ძილი გარანტირებული გექნებათ.

#5 - როზმარინი



შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ როზმარინის სურნელს შეუძლია თავი ძლიერად გაგრძნობინოთ. დადასტურებულია, რომ ეს სუნი აძლიერებს კონცენტრაციას, ტვინის ფუნქციონირებას და მეხსიერებას.