LIFE

8 გზა, რათა აღიდგინო ძალები და დაიბრუნო ცხოვრება, როცა სასოწარკვეთილი ხარ

8 გზა, რათა აღიდგინო ძალები და დაიბრუნო ცხოვრება, როცა სასოწარკვეთილი ხარ

რადგან აქ შემოიხედე, ალბათ, გამოგივლია განშორების, სამსახურის დაკარგვის ან სხვაგვარი ცხოვრებისეული ტრავმა, რის გამოც გიგრძვნია სასოწარკვეთა. ასეთ შემთხვევებში, რთულია მიიღო ფაქტი, რომ ყველა ჩვენგანის ცხოვრება აღმართებითა და დაღმართებით არის სავსე და ეს ციკლი უწყვეტია. ასეთ დროს, თავს იზოლირებულად, მარტოდ და დაკარგულად გრძნობ.

არ იცი როგორ დაიბრუნო თავდაჯერებულობა? ჩვენ გაგაცნობთ 8 გზას, რათა დაიბრუნო შენი ცხოვრება:
 

  1. პირველ რიგში, შეწყვიტე სიტყვასასოწარკვეთილისხმარება.

მნიშვნელოვანია, თუ როგორ აღწერ ამა თუ იმ მდგომარეობას ან შეგრძნებას. რაც უფრო ნეგატიურ დატვირთვას მივანიჭებთ ჩვენს მდგომარეობას, მით მეტად გაგვიჭირდება შევცვალოთ რაიმე უკეთესობისკენ. ჩაანაცვლე ნეგატიური ლექსიკონი პოზიტიური სიტყვებით და დააკვირდი როგორ გიპასუხებს სამყარო. დარწმუნებული ვარ, გაკვირვებული დარჩები!
  1. ჩამოწერე თუ რისი კეთება უნდა შეწყვიტო.

ზოგჯერ გვჭირდება დავასახელოთ და ვაღიაროთ ჩვენივე უარყოფითი ჩვევები. საკუთარ თავთან რაიმეს აღიარების საუკეთესო გზა კი სწორედ ჩანაწერია. დარწმუნებული ვარ, კარგად იცი უკვე თუ რა ჩვევებს ჩაანაცვლებდი ან უბრალოდ გააქრობდი შენი ცხოვრებიდა. ამის დოკუმენტაცია მოგცემს საშუალებას მეტად ფოკუსირდე გაუმჯობესებასა თუ ცვლილებაზე.
  1. შეწყვიტე საკუთარი თავის სიძულვილი.

გადაწყვიტე დააკვირდე საკუთარ თავს და ეცადე კრიტიკისგან თავი შეიკავო. იცოდე, რომ ყველაფერი შენი უკეთესი მომავლისთვის ხდება. დაივიწყე შეცდომები, რაც დაგიშვია. შეცდომა - ეს არის შესაძლებლობა ვისწავლოთ.
  1. ირგვლივ გყავდეს მებრძოლები.

“მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ!”- დაუახლოვდი ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თვითგადარჩენის უნარი და არიან წარმატებულები. იყავი ადამიანებთან, რომლებსაც გინდა დაემსგავსო ან მათგან ისწავლო. ეს არა მხოლოდ მოტივაციას მოგცემს, არამედ პრაქტიკულ გზებს ისწავლი საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.
  1. ჩაატარე კვლევა.

შეისწავლე შენი მდგომარეობა, დაასათაურე ემოციები და გაიგე თუ საიდან მოდიან ისინი. როგორ რეაგირებს გონება, როცა კონკრეტულ ემოციას განიცდის. ჩაეძიე მეცნიერებას ემოციების მიღმა. ამის ცოდნა დაგეხმარება, ემოციას ზემოდან შეხედო, შენგან განაცალკევო და მათ სამართავად, სწორი გეგმა დასახო.
  1. იზრუნე საკუთარ თავზე.

საკუთარი თავის მოვლა გვმატებს თავდაჯერებულობას და პატარა ცვლილებებიც კი დიდ სხვაობას გვაძლევს. ჩამოიყალიბე თავის მოვლის რუტინა, იყიდე პატარა მცენარე ან დაპატიჟე მეგობრები სახლში სოციალიზაციისთვის. შეიძლება არ იყოს ეს შენი კომფორტის ზონის ნაწილი, თუმცა, იცოდე რომ მთავარია სწორედ კომფორტის ზონას დააღწიო თავი!
  1. სიტყვიერად გამოხატე მადლიერება

დილაობით დაუთმე გარკვეული დრო და ხმამაღლა თქვი სამი რამ, რაც შენში მადლიერებას აღძრავს. შემდეგ კი უთხარი ვინმეს შენს ცხოვრებაში თუ რატომ და როგორ აფასებ მას.
  1. აღიარე, რომ არ არის აუცილებელი იყო სრულყოფილი.

მნიშვნელოვანია, შევნიშნოთ და დავაფასოთ პროგრესის ძალა და თითოეული გადადგმული ნაბიჯი ჩვენი მიზნისკენ. ყოველი მომენტი წარმატებაა, როცა საკუთარი თავისთვის უკეთესს ირჩევ. მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა იქ, სადაც გინდა იყო, არ უნდა უგულებელყო გზა, რომელიც უკვე გაიარე.