რა ვაჩუქო ახალბედა დედიკოს? 5 სასაჩუქრე იდეა, რომელიც Glovo-ზეა ხელმისაწვდომი
- 23.02.2023
ამბობენ, რომ გახდე დედა, ეს ქალის ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული წამებია. იმასაც ამბობენ, რომ დედობა, ცხოვრების ყველაზე საპატიო წოდებაა. მაგრამ, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ განსაკუთრებული და ამაღელვებელი ტერმინის უკან, უდიდესი პასუხისმგებლობა და შრომა იმალება. განსაკუთრებით კი, თუ დედა სულ ცოტა ხნის წინ გახდი და შენთვის, ეს როლი სიახლეა. ასეთ დროს, ყველა ახლობელი ადამიანი ცდილობს, რომ ახალბედა დედიკოს ყოველდღიურობა გაამარტივოს და ამ რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმაროს.
რა ვაჩუქო ახალბედა დედას? - ესაა ყველა დროის ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელზეც Glovo, Tnet და VISA ერთობლივი შეთავაზებებით გიპასუხებენ:
- ღამის სანათი პრაქტიკული არჩევანია.
ახალშობილის მოვლა, გათენებული ღამეების სინონიმია. ამ პერიოდში, არ არსებობს უფრო გამოსადეგი საჩუქარი, ვიდრე ღამის სანათი. ტორშერი დაბალანსებული განათებით - არც პატარას ძილს შეუქმნის საფრთხეს და დედიკოსაც დაეხმარება, რომ ახალშობილს თვალი ადევნოს.
- სამგზავრო ჩანთა ისაა, რაც ყველა ახალბედა დედას სჭირდება.
იცით თუ არა, რამდენი ნივთის მოგროვება უწევს ყველა დედას, სანამ ბავშვს სახლიდან გაიყვანს? თუნდაც, ბავშვი ახალშობილი იყოს! ამიტომ, ლამაზი, კომფორტული, მოსახერხებელი სამგზავრო ჩანთა ისაა, რაც ყველა ახალბედა დედას სასიცოცხლოდ სჭირდება.
- მართალია, ბავშვის სათამაშო ამ ეტაპზე საჭირო ნივთი არ არის, თუმცა სულ მალე გახდება.
როგორც კი პატარა პირველ თვეებს გადალახავს, თამაშის დრო დგება! ამ დროს, აუცილებელია ბავშვისთვის მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება, რათა უფრო მეტად დაეუფლოს ახალი სამყაროს საიდუმლოებებს. ამიტომ, ბავშვის სათამაშო, ყოველთვის კარგი არჩევანია.
ესაა თანამედროვე არჩევანი, თანამედროვე ბავშვისთვის. პლანშეტი აერთიანებს ბავშვის საჭიროებაზე მორგებულ ყველა გასართობ საშუალებას, იქნება ეს ანიმაციური ფილმები, გასაფერადებელი და ხატვის აპლიკაციები, თუ უბრალოდ განმავითარებელი თამაშები. ახალბედა დედიკო, მოგვიანებით, თქვენი საჩუქრით ნამდვილად ბედნიერი იქნება. თანაც, ძალიან მალე - პატარები ხომ სწრაფად იზრდებიან!
თუკი მოიფიქრეთ, რომელია თქვენთვის საუკეთესო არჩევანი, მაშინ, ამ ყველაფერს Vendoo-ზე ნახავთ, თანაც Glovo-ს აპლიკაციაში. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის: გადაიხადეთ VISA ბარათით და მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი, რომელიც Glovo-ს ანგარიშზე მომენტალურად აისახება!
- და ბოლოს - ის, რაც ყველა ახალბედა დედას სჭირდება, ეს დასვენებაა.
ჯერ ორსულობა, შემდეგ მშობიარობა და ბოლოს, ჩვილის მოვლა - ესაა ურთულესი და სტრესული ეტაპი, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. ამიტომ, ნებისმიერ ახალბედა დედას გაახარებთ, თუ სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს აჩუქებთ. იქნება ეს სარელაქსაციო მასაჟის და სპა თერაპიების 2 საათი, თუ სხეულის, სახისა და თმის მოვლის პროცედურები. შესაძლოა ფიქრობთ, რომ ახალბედა დედებს, ამისი დრო უბრალოდ არ აქვთ, თუმცა საკუთარ თავზე ზრუნვა, ყველა ადამიანის უპირველესი ამოცანაა.
სად უნდა შეარჩიოთ საუკეთესო სასაჩუქრე ვაუჩერი სარელაქსაციო და თავის მოვლის პროცედურებზე? ცხადია, SWOOP-ზე, თანაც ამ ყველაფრის ნახვა, უკვე Glovo-ზეა შესაძლებელი! თანაც, 1+1 აქციით ისარგებლებთ და ერთი სასაჩუქრე ვაუჩერის ნაცვლად, ახალბედა დედიკოს, 2 სარელაქსაციო პროცედურით გაახარებთ!
თემები:
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია