LIFE

7  პატარა დეტალი, რომელიც ნებისმიერ ქალის ასაკს ამხელს

7  პატარა დეტალი, რომელიც ნებისმიერ ქალის ასაკს ამხელს

 

  • ვიწრო, მუქი ფერის სათვალის ჩარჩო



თუკი სათვალეს ატარებთ, უმჯობესია ვიწრო და მუქი ფერის ჩარჩოს მოერიდოთ. შეეცადეთ გამოიყენოთ უფრო ფართო და ფერადი ფორმა, რომელიც თქვენი სახის ნაკვთებს გამოკვეთს. დაიმახსოვრეთ, არ გამოგადგებათ მუქი ფერის სათვალის ჩარჩო თუკი მკვეთრ მაკიაჟს არ იკეთებთ.
  • მუქი ან შავი ტანსაცმელი



შავი ფერი ყოველთვის ელეგანტურია, მაგრამ, ამასთან ერთად,  ის გამოკვეთს სახის კანის ნაკლოვანებებს. ფირუზისფერი, ვარდისფერი, ნაცრისფერი, მუქი ლურჯი ან ღია ცისფერი ტონები კი დაგეხმარებათ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.
  • შუაზე გაყოფილი თმა


ასაკთან ერთად თმა თხელდება და მოცულობას კარგავს, მაგრამ ეს შეიძლება ადვილად შეინიღბოს სწორი ვარცხნილობით. სტილისტები გირჩევენ, რომ ასეთ დროს, თმა გვერდზე გადავიწიოთ, რადგან ასე, თმა უფრო მოცულობითი ჩანს.
  • მუქი თვალის ჩრდილი



კიდევ ერთი რამ, რაც ყველა ქალს აბერებს, ეს არის მუქი თვალის ჩრდილი და შავი თვალის ლაინერი. მუქი ფერის თვალის კოსმეტიკური პროდუქტები, ხაზს უსვამენ ნაოჭებს თვალების ირგვლივ, ხოლო ღია ტონები გვეხმარება, რათა ახალგაზრდულად და მსუბუქად გამოვიყურებოდეთ.

იგივე პრინციპი მოქმედებს თვალის ტუშზეც - დიდმა რაოდენობამ შესაძლოა თქვენი მზერა „დაამძიმოს“, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ტუშის ზომიერი რაოდენობით გამოყენება და სწორ ადგილებში წასმა. მაგალითად, დარწმუნებულები ხართ, რომ ტუში ქვედა ქუთუთოზე ნამდვილად გჭირდებათ?
  • დიდი ზომის საყურის რგოლები



მათი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სიმძიმის გამო, ყურის ბიბილოს დაბლა ქაჩავენ. ამიტომ, აირჩიეთ პატარა, მსუბუქი საყურეები და თქვენ ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებით.
  • ხავერდოვანი სახის კანი



ცხადია, ბუნებრივად ხავერდოვანი სახის კანი იდეალურია, თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ სილამაზის პროდუქტებით დაფარულ სახის კანზე. მაგალითად, ე.წ. სახის პუდრი, კანს გამომშრალ იერს ანიჭებს. თანაც, ის გამოკვეთს ყველა ნაოჭს, რომელიც თქვენს სახეზე არსებობს.
  • მშრალი ხელები



ასაკთან ერთად კანი უფრო მშრალი ხდება, ამიტომ რეგულარულად უნდა იზრუნოთ მასზე. ამბობენ, რომ ხელები სხეულის ის ნაწილია, რომელიც ქალის ასაკის საიდუმლოს ამხელს. ამიტომ, იზრუნეთ ხელის კანზე და არ დაუშვათ, გამომშრალი ხელებით გახვიდეთ სახლიდან.