LIFE

WIZZ AIR-ის პროგრამა „მას შეუძლია ფრენა“ მიზნად ისახავს დაარღვიოს გენდერული ბარიერები ავიაციის სექტორში

WIZZ AIR-ის პროგრამა „მას შეუძლია ფრენა“ მიზნად ისახავს დაარღვიოს გენდერული ბარიერები ავიაციის სექტორში

ავიაკომპანია მიზნად ისახავს ჰყავდეს მეტი ქალი პილოტის პოზიციაზე

ქუთაისი, 2023 წლის 8 მარტი: დღეს Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, “She can fly” პროექტის ფარგლებში აცხადებს მიღებას კადეტთა პროგრამაზე ქალებისთვის, რომელთა მიზანია გახდნენ კომერციული პილოტები. Wizz Air Pilot Academy არის ბაზრის წამყვანი სასწავლო პროგრამა, რომელიც გასცემს კომერციული პილოტის ლიცენზიას და არის განკუთვნილი მოტივირებული კანდიდატებისთვის. პროგრამა ხელმისაწვდომია 2017 წლიდან და ამ დრომდე 150-ზე მეტმა კანდიდატმა მიიღო ლიცენზია და დასაქმდა პილოტის პოზიციაზე Wizz Air-ში.

მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიაში დასაქმებული მფრინავების საერთო რაოდენობის მხოლოდ 5%-ს შეადგენენ ქალები, Wizz Air რჩება გენდერული თანასწორობის იდეის ერთგულად და მიზნად ისახავს დაანგრიოს გენდერული სტერეოტიპები ამ პროფესიაშიც. მისი ახალი საპილოტე აკადემიის პროგრამა განკუთვნილია ზრდასრული (18+) ქალებისთვის და ის პროგრამის მონაწილეებისთვის უზრუნველყოფს უნიკალურ, მარტივ და ფინანსურად ხელმისაწვდომ გზას დაიკავონ კომერციული პილოტის პოზიცია Wizz Air-ში. სასწავლო პროგრამა თანამშრომლობს Tréner Flight Academy-თან და მისი ხანგრძლივობაა 18 თვე. განცხადების შევსება შეუძლიათ ქალებს, რომლებსაც არ აქვთ ან ფლობენ მცირე გამოცდილებას ამ სფეროში. ავიაკომპანია მიზნად ისახავს გამოყოს 20-ზე მეტი საპილოტე პოზიცია ქალებისთვის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ გენდერული ბარიერები არ უნდა არსებობდეს.

ინტეგრირებული ATPL პროგრამა იწყება Ab-Initio ტრენინგით, სადაც მონაწილეები შეიძენენ პილოტისთვის საჭირო თეორიულ ცოდნასა და უნარებს. კადეტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველ ეტაპს, გადავლენ Advanced Training-ში, რომელიც მოიცავს ხუთკვირიან გარდამავალ კურსს Airbus A320 ოპერაციებისთვის. სანამ იუნკრები გახდებიან სრულუფლებიანი პირველი ოფიცრები- კო-პილოტები, ისინი ასევე გაივლიან Wizz Air ავიაკომპანიის სპეციალურ ტრენინგებს.

Wizz Air-ის She can fly კადეტთა პროგრამა კანდიდატებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს. კურსს გააჩნია უპრეცედენტოდ დაბალი სწავლის საფასური და უზრუნველყოფს დასაქმებას გადახდამდე, რათა გამოხატოს ავიაკომპანიის ერთგულება პროგრამის იდეის მიმართ. კურსამდე კადეტებს მოეთხოვებათ გადაიხადონ მხოლოდ რვაასი ევრო, ხოლო დანარჩენ 60,668 ევროს ავიაკომპანია თავად ფარავს, თუ კადეტები აკმაყოფილებენ სტანდარტულ მოთხოვნებს ტრენინგის მეხუთე თვის ბოლოს. კადეტები დარჩენილ საფასურს თანაბარი განვადებით გადაიხდიან 6 წლის განმავლობაში. განვადების დაფარვა დაიწყება Wizz Air-ში პირველი ოფიცრის სრული ხელფასის მიღებიდან.

კადეტებს, რომლებიც უერთდებიან Wizz Air-ს პილოტების აკადემიის პროგრამის მეშვეობით, ექნებათ შესაძლებლობა მართონ ავიაკომპანიის მუდმივად მზარდი, ულტრათანამედროვე და მდგრადი Airbus თვითმფრინავების ფლოტი- 950-ზე მეტ მარშრუტზე, 50-ზე მეტ ქვეყანაში, თითქმის 200 მიმართულებით. ახალი იუნკრების დასაქმების პროცესი ემსახურება Wizz Air-ის ამბიციურ გეგმას- 2030 წლისთვის სამჯერ გაზარდოს ფლოტი- ფლობდეს 500 თვითმფრინავს. გეგმის განხორციელება გულისხმობს 4600-მდე ახალი პილოტის დასაქმებას.

კანდიდატებს შეუძლიათ განაცხადი შეავსონ Wizz Air Pilot Academy ვებსაიტზე.
 
Wizz Air-ის ATO ტრენინგების ხელმძღვანელი ატილა ტოვარი ამბობს: „ქალთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ, Wizz Air-ის პილოტების აკადემიის ფარგლებში, ახალი პროგრამის დაწყებას „მას შეუძლია ფრენა“. ამ ყოვლისმომცველი ტრენინგისა და ფინანსური დახმარების პროგრამით, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ქალ პილოტებს გაჰყვნენ თავიანთ ოცნებებს და გაარღვიონ გენდერული ბარიერები საავიაციო ინდუსტრიაში. მსოფლიოში კომერციული პილოტების საერთო რაოდენობის მხოლოდ 5%-ს შეადგენენ ქალები და ჩვენ გვჯერა, რომ დროა ეს შეიცვალოს. პროგრამა "მას შეუძლია ფრენა" შექმნილია იმისთვის, რომ დამწყებ ქალ მფრინავებს მისცეს შესაძლებლობა, მიჰყვნენ თავიანთ გატაცებას ავიაციის მიმართ და მიაღწიონ კარიერულ მიზნებს ფინანსური დაბრკოლებების გარეშე. შემოგვიერთდით ამ მოგზაურობაში, რათა ერთად გავარღვიოთ გენდერული ბარიერები და გავზარდოთ ქალთა რიცხვი ავიაციაში. შეიტანეთ განაცხადი Wizz Air-ის პილოტთა აკადემიაში „მას შეუძლია ფრენა“ პროგრამაზე და ერთად აღვნიშნოთ ახალი მიღწევები!”

Wizz Air-ის შესახებ: 

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 177 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი  27,1 მილიონი მგზავრისთვის ფინანსურ წელს (F22), რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც “2020 წლის ავიაკომპანია” ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.

Follow us on Instagram: @wizzair
Follow us on Facebook: @wizzair
Follow us on Twitter: @wizzair