SEX
როგორ გავხადო სექსი უფრო სასიამოვნო? - როგორ ავირიდო თავიდან 3 ყველაზე გავრცელებული შეცდომა?
- 11.03.2023
სექსუალური თავსებადობა, ნებისმიერი რომანტიკული ურთიერთობის განუყოფელო კომპონენტია. ხშირად, ადამიანების უმრავლესობა, აქტის დროს, კონკრეტულ შეცდომებს უშვებს. ამ შეცდომების უმრავლესობა კი, სექსუალური სურვილის დაქვეითების მიზეზი ხდება.
ჩვენ გაგაცნობთ 3 ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომას, რომელთა თავიდან არიდებაც, სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
#1
პირველი და ყველაზე გავრცელებული შეცდომა კომუნიკაციის ნაკლებობაა. სექსი ინტიმური და სენსიტიური აქტია, კომუნიკაციის გარეშე კი რთულია გაიგოთ თუ რა მოსწონს ან რა არ მოსწონს პარტნიორს. მნიშვნელოვანია, ესაუბროთ მას თქვენს სურვილებსა და ფანტაზიებზე, იყოთ გახსნილი და გულწრფელი და შესაბამისი უკუკავშირი მიიღოთ მისგანაც. ეს დაგეხმარებათ უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი ურთიერთობაში და მეტად მრავალფეროვანი გამოცდილებები მიიღოთ.
#2
ასევე მნიშვნელოვანია სექსი აღიქვათ, როგორც ორი ადამიანის, თქვენი და თქვენი პარტნიორის, საერთო გამოცდილება, საერთო სიამოვნება. მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფოკუსირებამ შეიძლება თქვენს სექსუალურ ცხოვრებაში ბზარები შექმნას. აუცილებელია გვახსოვდეთ, რომ სექსი არის ორმხრივი გამოცდილება - თქვენ ასიამოვნებთ მას და ის გასიამოვნებთ თქვენ, რაც მეტად იზრუნებთ საყვარელი ადამიანის სიამოვნებაზე, მით მეტ ემოციას მიიღებთ თავად.
#3
მესამე შეცდომა კი თქვენი პარტნიორის მინიშნებების იგნორირებაა. ყველა ურთიერთობა განსხვავდება, განსხვავდება ჩვენი სურვილები, ფანტაზიები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ საყვარელი ადამიანის ვერბალურ და არავერბალურ მინიშნებებს. თუ აქტის დროს შენიშნეთ, რომ პარტნიორს რაიმე არ სიამოვნებს, ჰკითხეთ, შეამოწმეთ და გაიგეთ თუ რა შეიძლება შეცვალოთ. ხოლო თუ კი ხედავთ, რომ ის დიდ სიამოვნებას იღებს, არ შეჩერდეთ და გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ.
სექსის დროს შეცდომების დაშვება ხშირია, თუმცა კომუნიკაციით, ორმხრივ სიამოვნებაზე ფოკუსირებითა და პარტნიორის მინიშნებების გათვალისწინებით შეგიძლიათ თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ და კარი გაუღოთ სიამოვნებების ახალ ტალღას.
თემები: სექსი, სექსუალური მიზიდულობა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია