LIFE
7 რამ, რაზეც მდიდრები გიჟდებიან, თუმცა ღარიბები ცდილობენ, რომ თავიდან აირიდონ
- 18.03.2023
-
ძველი მანქანა
მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის ეს „ვინტაჟური“ ან „იშვიათი“ ტრანსპორტია, სხვები მას უბრალოდ „ძველ მანქანას“ უწოდებენ, რომელიც შეგიძლიათ მართოთ მანამ, სანამ საბოლოოდ არ გაფუჭდება. დიახ, მდიდრების ერთგვარი ჰობი, ღარიბების საძულველი თემაა.
-
ველოსიპედით სიარული
ცხადია, ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. მანქანის ნაცვლად ველოსიპედის არჩევა კი, „სასარგებლოა“ გარემოსთვის. მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც ველოსიპედს დადის, არის გარემოსდამცველი? თუ მსუქანი საბანკო ანგარიში და დამატებით რამდენიმე მანქანა გყავთ, მაშინ დიახ, თქვენ გარემოსდამცველი ხართ. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ღარიბი.
-
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის განახლება
დღესდღეობით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების განახლება, ან მეორადი სამოსის ტარება, გარემოზე ზრუნვის მთავარი წინაპირობაა. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეზღუდული ბიუჯეტის ადამიანს უსახსრობის გამო მიაქვს ფეხსაცმელი შესაკეთებლად და არ ფიქრობს გარემოს დაცვაზე.
-
მებაღეობა
თუ ეს საქმიანობა იმისთვის გჭირდებათ, რომ ოჯახი მრავალფეროვანი საკვებით უზრუნველყოთ და ფული დაზოგოთ, მაშინ სახალისო საქმიანობა არ გამოდის.
-
ანტიკვარული ავეჯი, ტანსაცმელი და ყოველდღიური ნივთები
ზოგს, ვისაც სახლში ანტიკვარიატი აქვს, კოლექციონერად იცნობენ, ზოგს კი უბრალოდ ღარიბ ადამიანად, რადგან ახალ ნივთებს ვერ ყიდულობს. იგივე ეხება ტანსაცმელს. შეძლებული ადამიანები ატარებენ ძველ ტანსაცმელს მნიშვნელოვანი ღონისძიებების დროს და უწოდებენ ვინტაჟს, ხოლო ნაკლებად იღბლიან ადამიანებს უსახსრობის გამო ძველი ტანსაცმლის ტარება უწევთ.
-
დასვენება თქვენს სამშობლოში
ყველას არ შეუძლია დასვენება შორეულ ქვეყნებში, მაგრამ მათ შეუძლიათ დაისვენონ მეზობელ ქვეყნებში ან საკუთარ ქვეყანაში. ეს იმიტომ, რომ მათ შეზღუდული ბიუჯეტი აქვთ. მაგრამ, როდესაც თქვენი შემოსავალი გაძლევთ საშუალებას იმოგზაუროთ მთელს მსოფლიოში და გადაწყვეტთ, რომ გსურთ დაათვალიეროთ მშობლიური ადგილები, მაშინ თქვენს გარშემო ყველა დაიწყებს თქვენს შექებას, რომ ადგილობრივ ეკონომიკაზე ზრუნავთ...
-
საცხოვრებელი ფართი მინიმალური ავეჯით
თუ ეს მდიდარი ადამიანის სახლია, ინტერიერს მინიმალისტურს უწოდებენ. მაგრამ თუ ეს ღარიბი ადამიანის სახლია, მაშინ ეს ადამიანი გაკოტრებულად ჩაითვლება.
თემები:
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია