LIFE

თუ თვალი ხშირად გითამაშებთ: სპირიტუალური მნიშვნელობები და ცრურწმენები

თუ თვალი ხშირად გითამაშებთ: სპირიტუალური მნიშვნელობები და ცრურწმენები

თვალის სპაზმი,  ხალხში ცნობილი როგორც „თვალის თამაში“, შესაძლოა სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდებოდეს, განსაკუთრებით თუ ის დიდხანს გაგრძელდება. თვალის თამაშის მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, ძილის ნაკლებობა, თვალების სიმშრალე, ალერგია, არასწორი კვება ან ჭარბი კოფეინის მიღება.

მაგრამ, ადამიანებს უხსოვარი დროიდან სჯერა, რომ ამ ფიზიკურ ფენომენში რაღაც საიდუმლო იმალება.

ბევრ კულტურაში მარჯვენა თვალის თამაში იღბლის ნიშანია, ხოლო მარცხენა თვალი - ცუდი ამბის მომასწავებელია. ზუსტი პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი თვალი და რომელი ნაწილი თამაშობს. ასევე, პასუხი დამოკიდებულია ადამიანის სქესზე: მაგალითად, ინდოეთსა და ნეპალში, მარჯვენა თვალის თამაში წარმატების ნიშანია მამაკაცებისთვის, ხოლო ქალებისთვის - ცუდის.

მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ თვალის თამაშის სპირიტუალურ მნიშვნელობებსა და ცრურწმენებს.

თვალის რა ნაწილი გითამაშებთ?

  • თუ თვალის გუგა გითამაშებთ, ეს წარმატების ნიშანია.
  • თუ თვალის გუგის ზედა ნაწილი გითამაშებთ ეს ნიშნავს, რომ მალე მიიღებთ დამატებით შემოსავალს.
  • თუ თვალის გუგის ქვედა ნაწილი გითამაშებთ ეს ნიშნავს, რომ მალე მოულოდნელი ხარჯის წინაშე აღმოჩნდებით.
  • თუ თვალის ზედა ქუთუთო ითამაშებთ, ეს ნიშნავს, რომ სასიხარულო ამბავს მიიღებთ.
  • ხოლო თუ წარბი გითამაშებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მალე გაიგებთ სასიხარულო ამბავს, ან შეიძლება ნიშნავდეს, რომ მალე ბავშვი გეყოლებათ.

რომელი თვალი გითამაშებთ?

  • ძველ ეგვიპტეში ითვლებოდა, რომ ჰორუსის თვალს ჰქონდა სამკურნალო ძალა, რომელიც იცავდა ფარაონებს შემდგომ ცხოვრებაში. ამიტომ, ნებისმიერი თვალის თამაში, ღვთაებრივი მფარველობის ნიშანი იყო.
 
  • აფრიკაში კი, მარცხენა თვალის ქვედა ქუთუთოს თამაში იმის ნიშანია, რომ მალე ცუდ ამბავს გაიგებთ, ხოლო მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოს თამაში ნიშნავს, რომ მალე მოულოდნელი სტუმარი გეწვევათ.
 
  • კარიბის ზღვის კუნძულებზე ფიქრობენ, თუ არჯვენა თვალი გითამაშებთ, მაშინ თქვენს ზურგ სუკან ცუდად საუბრობენ ან ცუდს გეგმავენ. ხოლო არცხენა თვალის თამაში პირიქით, ფარული სიყვარულის და აღფრთოვანების ნიშანია.
 
  • ჩინეთში კი, თვალის თამაშს აქვს როგორც კარგი, ასევე ცუდი მნიშვნელობა, რაც დამოკიდებულია დღის მონაკვეთზე:

დღის პირველ ნახევარში, მარჯვენა თვალის თამაში ნიშნავს, რომ რაღაც კარგი მოხდება, ხოლო მარცხენა თვალი, პრობლემებზე მიუთითებს.

დღის მეორე ნახევარში, მარჯვენა თვალის თამაში ნიშნავს, რომ მალე მოულოდნელ ფულს ან საჩუქარს მიიღებთ, ხოლო მარცხენა თვალის თამაში ნიშნავს, რომ მეგობარს, ოჯახის წევრს ან საყვარელ ადამიანს, თქვენი დახმარება დასჭირდება.

თქვენ როგორ გაქვთ დაცდილი თვალის თამაში? კარგის ნიშანია თუ ცუდის?