LIFE

კვლევის თანახმად, ქალების 76%-ს, ყველაზე მეტად, მამაკაცის „ეს“ ტიპი იზიდავს

კვლევის თანახმად, ქალების 76%-ს, ყველაზე მეტად, მამაკაცის „ეს“ ტიპი იზიდავს

თუ ზღაპრებმა რამე გვასწავლეს, ესაა სიუჟეტი, რომ ციხესიმაგრეში დატყვევებული საყვარელი, გრძელთმიანი და ზედმეტად ქალური პრინცესა, მაღალ, ძლიერ და  მამაკაცურ პრინც ელოდება, რათა გადაარჩინოს. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ზღაპრებ ზღაპრებია და მას სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს.  


თუ ჩვენი არ გჯერათ, დაფიქრდით - როდის გქონდა საკმარისად გრძელი თმა, რომელსაც კოშკიდან უპრობლემოდ გადაკიდებდით და თქვენი ოცნების მამაკაციც მარტივად ამოვიდოდა თქვენს დასახსნელად? ან, ოდესმე თუ გინახავთ ბაყაყი, რომელიც მომხიბლავ პრინცად გადაქცეულა? ცხადია, რომ არა. ამიტომ, ისიც გასარკვევია, როგორი კაცები მოსწონთ ქალებს.

როგორი მამაკაცები მოსწონთ ქალებს?

კვლევების თანახმად ირკვევა, რომ ფემინურ ქალებს უფრო ფემინური მამაკაცები მოსწონთ,  ხოლო მასკულინურ ქალებს - მასკულინური მამაკაცები. იმის მიუხედავად, რომ ეს არჩევანი საზოგადოებაში გაბატონებულ სტერეოტიპებს არ ეთანხმება.   

დიახ, ყველა ქალი არ ეძებს მაღალ, ძლიერ და დაკუნთულ მამაკაცს, რომელიც უშიშრად უმკლავდება ყველა დაბრკოლებას და რომელიც ფიქრობს, რომ დაუმარცხებელია.  უფრო მეტიც:

2014 წლის კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ფემინური ქალების 76%-, უფრო მეტად ფემინური მამაკაცები იზიდავთ.



შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ ქალებს აღარ სჭირდებათ მტაცებელი ცხოველებისგან გადარჩენა და დაცვა, მაგრამ კვლევის ავტორი, დოქტორი ვიებკე ნებერიხი საკუთარ ახსნას გვთავაზობს.

როდესაც საქმე ეხება ურთიერთობებს, არსებობს ორი თეორია. პირველი არის ფუმფულა ბარტყების", მეორე, რომელიც უფრო ხშირად გვსმენია - „დაპირისპირებული მხარეების".

თუმცა, დოქტორი ნებერიხი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ „ფუმფულა ბარტყებს“ უფრო მეტი შანსი აქვთ შეინარჩუნონ ხანგრძლივი ურთიერთობა, რადგან რეალურ ცხოვრებაში, ეს უფრო პრაქტიკული არჩევანია:

ჯანსაღი ურთიერთობა დამოკიდებულია წყვილს შორის არსებულ ურთიერთგაგებასა და მხარდაჭერაზე. მსგავსი პიროვნების მქონე მამაკაცები და ქალები, როგორც წესი, უკეთესად ემთხვევიან ერთმანეთს, რადგან მათ აქვთ მსგავსი მოთხოვნილებები, მსგავსი ემოციურ სამყარო და ჩვეულებრივ, მოვლენებს ერთნაირად აღიქვამენ. ეს კი, კონფლიქტების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს“. 

მართალია, რომ ზოგჯერ კონფლიქტი და ჩხუბი სახალისოც კია, მაგრამ, გრძელვადიან ურთიერთობაში, ზოგადი სტაბილურობა და ურთიერთგაგება გადამწყვეტი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, ქალები ირჩევენ საყვარელ, მშვიდ და გამგებ მამაკაცებს.