LIFE

7 პატარა რამ, რაზეც კაცები (ფარულად) გიჟდებიან

7 პატარა რამ, რაზეც კაცები (ფარულად) გიჟდებიან

როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს აქვთ გარკვეული სურვილები და ფანტაზიები. თქვენ შეიძლება სწორედ ისეთ რაღაცებს აკეთებდეთ, რასაც თქვენი პარტნიორი თავის ფანტაზიებში ხედავდა და ეს თქვენ მისი ოცნებების მანიფესტაციად გაქცევთ.


არსებობს ბევრი უცნაური რამ, რაც ბიჭებს მიმზიდველად მიაჩნიათ, მათ შორის პატარა ჩვევები და ქმედებები, რაც თქვენთვის შეიძლება ბუნებრივი და უმნიშვნელოც კი იყოს. მაგრამ ომელი ქცევებია ასეთი
  1. თავის მკერდზე დადება.

ხანგრძლივი დღის შემდეგ, როცა პარტნიორი დივანზე წამოწოლილი, ტელევიზორს უყურებს და ისვენებს, მიუწექით გვერდით და დაადეთ თავი მკერდზე, ეს მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გრძნობაა.
  1. უთხარით, რომ აფასებთ მას.

თუ ხედავთ, რომ თქვენი მამაკაცი ცდილობს გამოასწოროს შეცდომები და იმუშაოს რაღაცებზე, რაც თქვენს ურთიერთობას სჭირდება. თუ ხედავთ, რომ ის დიდ ძალისხმევას დებს თქვენს გაღიმებაში თუ გაბედნიერებაში, უთხარით რომ აფასებთ მას. უთხარით, რომ ხედავთ მის შრომას.  ის არასოდეს დაიღლება იმის მოსმენით, თუ რამდენად აფასებთ მას.
  1. კოცნისას ტუჩზე კბენა.

ყველა კაცს სჭირდება რაიმე სახის დასტური თქვენგან, რომ მისი ხერხები მუშაობს და თქვენ ნამდვილად აღგზნებული ხართ. ვნებიანი კოცნისას მის ტუჩზე ნაზი კბენა საკმაოდ სასიამოვნო გზაა თქვენი სიამოვნების გამოსახატავად.
  1. ისი ტანსაცმლის ჩაცმა.

ეს აჩვენებს მას, რომ თქვენ აფასებთ მას და მზად ხართ მსოფლიოს გაუზიაროთ თქვენი სიყვარული მის მიმართ. გარდა ამისა, ამით ადასტურებთ, რომ მოგწონთ მისი სტილი და გემოვნება.
  1. თვალით კონტაქტის დამყარება.

როცა ერთად დასხდებით, შეინარჩუნეთ თვალის კონტაქტი და გულწრფელად ჩაერთეთ საუბარში და განიხილეთ მისთვის მნიშვნელოვან თემები. ეს ქმედება მას ანიშნებს, რომ თქვენ ნამდვილად ზრუნავთ მასზე.
  1. რომანტიკული ღამის დაგეგმვა.

კარგი ამბავი ის არის, რომ მამაკაცის გასახარებლად არ არის საჭირო გრანდიოზული რომანტიკული ჟესტები. თუმცა, დროდადრო რომანტიკული საღამოს მოწყობამ შეიძლება მოხსნას ზეწოლა მამაკაცზე, რომ ყველაფრის დაგეგმვა მას ევალება. გარდა ამისა, ეს მას თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს.
  1. შეახსენე, თუ რამდენად გიყვარ.

ურთიერთობაში ხშირად ბუნებრივი და ყოველდღიური ხდება ვერბალურად თქვენი სიყვარულის დადასტურება. ამიტომ ხშირად მნიშვნელოვანია განსხვავებული ჟესტებით გამოხატო სიყვარული. უბრალოდ ჩაუდეთ ჯიბეში ფურცელი წარწერით “მიყვარხარ”, რომელსაც თქვენი პარტნიორი დღის განმავლობაში იპოვის, ან მოულოდნელად აკოცეთ ლოყაზე, როცა ტელევიზორს უყურებთ.

ეს წვრილმანები ორივეს ღიმილს მოგგვრით და ურთიერთობას მეტად სახალისოს გახდის.