LIFE

ვაიბერი ბოლო განახლებების შესახებ შეგახსენებთ, რომლებიც კიდევ უფრო ამარტივებენ კომუნიკაციას

ვაიბერი ბოლო განახლებების შესახებ შეგახსენებთ, რომლებიც კიდევ უფრო ამარტივებენ კომუნიკაციას

წლის დასაწყისში, Rakuten Viber, პირადი და უსაფრთხო შეტყობინებების და ხმოვანი კომუნიკაციების საერთაშორისო ლიდერმა, რამდენიმე ინიციატივა დაანონსა, მათ შორის ბიზნეს ჩატების და საძიებო ბიზნეს ანგარიშების გაშვება და მეხსიერების მართვის ფუნქციის დამატება. ეს განახლებები, Viber-ის, როგორც სუპერ აპლიკაციის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.


ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, Viber-მა საზოგადოებას ბიზნეს ჩატები წარუდგინა - სპეციალური საქაღალდე, რომელიც აპლიკაციის მთავარ მენიუში, მომხმარებლის ჩატებითან ერთადაა ხელმისაწვდომი. ახლა, ყველა საქმიანი შეტყობინება ოფიციალური ბრენდის ანგარიშიდან იგზავნება და ინახება იმავე საქაღალდეში, ასე რომ კომპანიებისა და ბიზნესის საქმიანი შეტყობინებები არ  შერეულერევა პირად ჩატებში. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი ინტერფეისის პერსონალიზირება - კონკრეტული ჩატების ბიზნეს საქაღალდეში შენახვა, საქაღალდიდან ჩატის მთავარ ეკრანზე გატანა და ნებისმიერი ბიზნეს ჩატის მთავარი ეკრანის ზედა ნაწილში დამაგრება.




კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას გააუმჯობესებს, ესაა ახალი ბიზნეს ანგარიშების გაჩენა Viber-ში. მომხმარებლებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ბრენდების პოვნა, მათთან კომუნიკაციის დამყარება და სასურველი არხის არჩევა. ბრენდის ანგარიში მოიცავს ყველა ბიზნეს ინფორმაციას, მომსახურების აღწერას, საკონტაქტო ინფორმაციას და კომპანიასთან კომუნიკაციის არხებს, რომლებიც ხელმისაწვდომია Viber-ზე.

ასევე, მესენჯერმა მეხსიერების მართვის ახალი ფუნქცია დაამატა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, მარტივად გაათავისუფლონ ადგილი. მათ, ვისაც შეზღუდული მეხსიერება მოწყობილობებზე, შეუძლიათ გაასუფთაონ Viber-ის აპლიკაციის ჯამური მოცულობა თავიანთ ტელეფონზე ან აირჩიონ ინდივიდუალური ჩატი, სადაც სურთ მოცულობის შემცირება. მეხსიერების მენეჯმენტი მომხმარებლებს ეხმარება დაინახონ, თუ რამდენ ადგილს იკავებს Viber მათ მოწყობილობაზე, რამდენი აქვთ საერთო მეხსიერება, რამდენი თავისუფალი ადგილია დარჩენილი და რამდენ ადგილს იკავებს თითოეული ჩატი.

ამ ფუნქციის საშუალებით, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ამოიღონ არასასურველი მედია კონტენტი ჩატებიდან, როგორიცაა ვიდეოები, სურათები ან ფაილები. კონტენტი წაიშლება მხოლოდ იმ მომხმარებლის მოწყობილობაზე, რომელიც ასრულებს მოქმედებას თავის აპლიკაციაში, ხოლო ეს ელემენტები შენახული იქნება ჩატის სხვა წევრებისთვის. თუ მომხმარებელმა უკვე ჩამოტვირთა აპლიკაციაში მიღებული ფაილები, ისინი შენახული დარჩება მის მოწყობილობაზე. ეს ვარიანტი, მხოლოდ მობილურ მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი.

Rakuten Viber-ის შესახებ:
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატები, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებებისა და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.