LIFE

"ვარსკვლავი საქართველოდან" - ლიზა ყენიას ცხოვრების მთავარი ისტორიები

"ვარსკვლავი საქართველოდან" - ლიზა ყენიას ცხოვრების მთავარი ისტორიები

ლიზა ყენია ცნობილი ქართველი მომღერლის მაია ჯაბუას ქალიშვილია. საზოგადოება მას მუსიკალური პროექტებიდან იცნობს.


აქტიური, კომუნიკაბელური და ექსცენტრიკული ლიზა ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

ლიზამ პოპულარობა პატარა ასაკიდანვე მოიპოვა. მომღერალმა სცენაზე პატარა ასაკიდანვე სასწაულები მოახდინა.

ლიზა ყენია შემოქმდებით გარემოცვაში გაიზარდა. როგორც ლიზა  ამბობს, დედამ მისცა მოტივაცია გამხდარიყო წარმატებული მომღერალი.



მომღერალმა დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი, კერძოდ, ფორტეპიანოს. 5 წლის განმავლობაში, სწავლობდა კლასიკური ვოკალის სკოლაშიც, სადაც ჰყავდა განსაკუთრებული პედაგოგი დოდო დიასამიძე, რომელმაც აღზარდა ბევრი წარმატებული ვოკალისტი, როგორიცა: ანიტა რაჭველიშვილი, ნატალია ქუთათელაძე და სხვა.

როდესაც ლიზა ყენია ძალიან პატარა იყო, მუსიკის და დრამის სახელმწიფო თეატრს ესტუმრა. დროთა განმავლობაში, მისი ინტერესი თეატრისადმი გაიზარდა და თეატრის ღია გაკვეთილებზე დასწრება დაიწყო. ლიზა დადიოდა ხელოვნების, მოძრაობის, ცეკვის, მეტყველების და ვოკალის მასტერკლასებზე. ლიზამ უნარების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად სამსახიობო ხელოვნების მასტერკლასები გაიარა.

ასევე, ლიზა ყენია 7 წელი სწავლობდა ბალეტს და ჰიპ-ჰოპს.

ლიზა ყენია 9 წლიდან მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში. მონაწილეობდა „რუსთავი 2-ის“ პროექტ „ანაბანაში“, რამდენიმე წლის შემდეგ კი საბავშვო ევროვიზიის შიდა შესარჩევ ტურში გაიმარჯვა და საქართველო საერთაშორისო კონკურსზე წარადგინა.
15 წლის ასაკში გახდა „ახალი საბავშვო ხმის“ ("The voice kids") ფინალისტი.

მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ პროექტ „ერთი-ერთში“, სადაც ქორეოგრაფ ზაკ რისთან და ვოკალის და შესრულების მწვრთნელ სისი სამისთან ერთად მუშაობდა. როგორც ლიზი ყენია ამბობს, აღნიშნულმა პროექტმა ყველაზე დიდი გამოცდილება მისცა, რადგან გაიღრმავა ცოდნა სიმღერასა და ცეკვაში.



ლიზა ყენიამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, სადაც მონაწილეობდა, როგორც ახალგაზრდა ვარსკვლავი. პროექტში, ლიზა მუშაობდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიცაა: ილიკო სუხიშვილი, ნინო სიხუშვილი და გოჩა ჩერტკოევი.

ლიზას კარიერაში ყველა მნიშვნველოვანი მოვლენა იყო დედის, მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობის მიღება და თბილისის საკონცერტო დარბაზში, 4 სიმღერის შესრულება.
ლიზა ყენიამ მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზეც შეასრულა მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერა.

2019 წელს, „ოქროს ტალღამ“ ლიზა ყენია დააჯილდოვა ნომინაციაში „წლის საუკეთესო დუეტი“გიორგი გასვიანთან ერთად .

ლიზა ყენიამ გამოუშვა ახალი სიმღერა სახელწოდებით -  „Me No Luv Man“.  მუსიკალურმა ვიდეომ მალევე მოიპოვა პოპულარობა. ვიდეო კლიპი  მუსიკის კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.

პრე-კოვიდ და პოსტ-კოვიდ პერიოდებში, თეატრის პოპულარობა მნიშვნელოვნად შემცირდა ახალგაზრდებში. ვინაიდან, ლიზა ყენია ახალგაზრდა თაობაში პოპულარული იყო და ჰქონდა სასცენო გამოცდილება, იგი მიეწვიეს თეატრში. შედგა პროდუქტიული და წარმატებული თანამშრომლობა. პირველივე სპექტაკლზე ლიზამ მაყურებლისგან ოვაციები დაიმსახურა. ლიზას დებიუტმა სპექტაკლში მთელი ქვეყანა, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, თეატრს დაუბრუნა. რამაც თავის მხრივ, შემდეგ დღეებში დაგეგმილ სპექტაკლებზე გავლენა მოახდინა.  ერთი თვის ბილეთები მყისიერად გაიყიდა.

დღეს, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლიზამ ითამაშა სხვადასხვა სპექტაკლებში, მათ შორისა: „შეყრა“ , „გაყრა“, „ლურჯი ფრინველი“ და „საშობაო ზღაპარი“.

როგორც ლიზა ამბობს, მის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა და გამოცდილება იყო მუსიკისა და დრამის თეატრში მუშაობა.

ლიზა ამაყობს იმით, რომ მან მოახერხა თეატრის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
გარდა ამისა, ლიზა ყენია მონაწილეობდა საქვემოლმოქმედო  კონცერტებში ლეიკემიით დაავადებულთათვის, ლტლოვილებისთვის და ა.შ.

თეკლა კანდელაკი