ჯანმრთელობა
როგორ გავიუმჯობესოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა? - 5 მეცნიერულად დადასტურებული გზა
- 27.04.2023
ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, რათა ვიცხოვროთ პოზიტიური და დამაკმაყოფილებელი ცხოვრებით. კვლევების მიხედვით არსებობს 5 გზა, რომელიც დაგეხმარებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
- დაამყარეთ ურთიერთობები: ოჯახთან, მეგობრებთან და თანამშრომლებთან ძლიერი ურთიერთობების დამყარებამ შეიძლება გააძლიეროს თქვენი თვითშეფასება, უზრუნველყოს ემოციური მხარდაჭერა.
- იყავით ფიზიკურად აქტიური: ფიზიკური დატვირთვა არა მხოლოდ ზრდის თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას, არამედ დადებითად აისახება თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში, და ტვინს უარყოფითი ქიმიკატებისგან გათავისუფლებაში. აქტივობის ბევრი გზა არსებობს როგორც, სირბილი, ვარჯიში და მოქნილობის სავარჯიშოები, რომლებიც გსიამოვნებთ, თქვენს რუტინაში გამოიყენეთ.
- დაეუფლეთ ახალ უნარებს: ახალი უნარების სწავლებამ შეიძლება გაზარდოს თქვენი თავდაჯერებულობა, დაგეხმაროთ მიზნების დასახვასა და ახლი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
- დაეხმარეთ სხვებს: სიკეთე და სხვების დახმარება დაგეხმარებათ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში, თვითშეფასების გაუმჯობესებასა და სხვა ადამიანებთან კავშირის განცდის გაძლიერებაში. სიკეთის უბრალო მოქმედებაც კი, როგორიცაა, მადლობის თქმა, მნიშვნელოვანად ცვლის სხვის ცხოვრებას და დადებითად მოქმედებს საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
- ღია გონებით შეხედეთ ცხოვრებას: გარემოს, ფიქრების და გრძნობების დაფასება არის ღია გონების მახასიათებელი. მსოფლმხედველობის გაფართოება, გააუმჯობესებს თქვენს გონებრივ ჯანმრთელობას, რაც დაგეხმარებათ უფრო მეტად დააფასოთ ცხოვრება და რეალობას პოზიტიური პერსპექტივიდან შეხედოთ.
თემები: ჯანმრთელობა