LIFE

მეტეორას მონასტრები - წმინდა ადგილი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო!

მეტეორას მონასტრები - წმინდა ადგილი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო!

„ცასა და მიწას შორის, ჰაერში ჩამოკიდებული“ მეტეორას მონასტრები ის ადგილია, რომელიც ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოს. ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ცენტრალური საბერძნეთის კლდეებზე სამონასტრო ცხოვრება X-XI საუკუნიდან დაიწყო, ხოლო 1988 წელს, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. სამონასტრო კომპლექსში 24 ეკლესია-მონასტერი შედის, აქედან კი, მხოლოდ 6-ია მოქმედი. მეტეორას სამონასტრო კომპლექსი კლდოვან მასივებზეა აღმართული და ერთი შეხედვით, მათ ბუნებრივ გაგრძელებას წააგავს.



დღეს, მეტეორაზე ასვლა რთული სულაც არ არის - მთიან ფერდობებს საავტომობილო გზა მიუყვება, ხოლო მონასტრებში ასასვლელად, კლდეებში კიბეებია გამოჭრილი. თუმცა, როგორც მიხვდით, ეს მონასტრებში მისვლის უახლესი გზაა - ძველად, წმინდა ადგილზე მოსახვედრად, მსურველები მხოლოდ დაწნული კალათისა და თოკის საშუალებით ადიოდინენ.

მეტეორაზე ქალების დაშვებაც აკრძალული იყო. თუმცა, საბერძნეთში თურქების ბატონობის წლებში, ქალები მონასტრებში შევიდინენ, რათა, მართლმადიდებლური სიწმინდეები გადაერჩინათ. მათი შეუპოვრობის შედეგად მეტეორას მონასტრების მრავალი სიწმინდე გადაურჩა განადგურებას. ამის ისტორიული ეპიზოდის შემდეგ კი, შემდეგ ქალებმა წმინდა კლდეებზე დასახლების უფლება მიიღეს.



დღეს, მეტეორას მონასტრები განსაკუთრებული ტურისტული ადგილია. მთელი მსოფლიოდან, განურჩევლად რწმენისა, უამრავი ადამიანი ცდილობს წმინდა მთებზე მოხვედრას. სწორედ ამიტომ, ბევრი მსურველი ფიქრობს, რომ ამ ზღაპრულ ადგილზე სტუმრობა, მეტისმეტად შორეული ოცნებაა. თუმცა, ეს ასე არ არის!

იმისთვის, რომ თქვენი ოცნება აისრულოთ, პირველ რიგში, საჭიროა, საბერძნეთში ჩახვიდეთ. დაიმახსოვრეთ, საუკეთესო სეზონი, მეტეორას მონასტრების სანახავად, გაზაფხული და შემოდგომაა.



ათენიდან მეტეორას მონასტრებამდე დაახლოებით 4 საათის გზაა, ხოლო თესალონიკიდან, 3 საათის. ორივე გზის ღირებულება, როგორც მატარებლით, ასევე, ავტობუსით, დაახლოებით, 30-40 ევროა. მაგრამ, ორივე ქალაქიდან, ყოველდღიურად უამრავი ერთდღიანი ტურია მეტეორას მიმართულებით, რომელთა ღირებულებაც, სულ რაღაც, 50-60 ევროა. თუმცა, მომსახურებაში არ შედის მონასტრებში შესვლის ღირებულება - 3 ევრო. ეს თანხა, ადგილზე უნდა გადაიხადოთ.

ავიაკომპანია Wizz Air, საბერძნეთის მიმართულებით, მომხმარებლებს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს. მაგალითად, მაისის თვეში, ქუთაისიდან თესალონიკში მხოლოდ 130 ლარად შეგიძლიათ გაფრენა, ათენში კი, 200 ლარად. რაც შეეხება უკან დასაბრუნებელ ბილეთს, ორივე ქალაქიდან, მაისის თვეში, დაახლოებით 170-200 ლარი დაგიჯდებათ. აღსანიშნავია, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ავიაკომპანიის მიმართულებაზე, უმნიშვნელოდ იზრდება ფასი. გამონაკლისი, არც Wizz Air-ია.



მაგალითად, სექტემბერში, იგივე მიმართულებებზე ბილეთების დაჯავშნას, მხოლოდ 110 ლარად შეძლებთ, უკანა გზა კი, 130 - 140 ლარი დაგიჯდებათ. თანაც, ხომ გახსოვთ, რომ მეტეორას მონასტრებზე ვიზიტისთვის, საუკეთესო სეზონი, შემოდგომაა!

ასე რომ, ცასა და მიწას შორის, ჰაერში ჩამოკიდებულიმეტეორა, არც ისეთი შორეულია, როგორც აქამდე ფიქრობდით. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!