სტილი

პამელა ანდერსონმა, 55 წლის ასაკში, კიდევ ერთხელ მოირგო ლეგენდარული საცურაო კოსტიუმი

პამელა ანდერსონმა, 55 წლის ასაკში, კიდევ ერთხელ მოირგო ლეგენდარული საცურაო კოსტიუმი

90-იანების ყველაზე სექსუალური ქალი, პამელა ანდერსონი, კვლავ საკულტო ლამაზმანია. სკანდალურმა მსახიობმა, „მაშველებისშთაგონებით, კიდევ ერთხელ მოირგო წითელი საცურაო კოსტიუმი და მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ფოტოსესია ცნობილი ბრენდის FRANKIES BIKINIS-ის ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც მსახიობთან კოლაბორაციით შეიქმნა.

მე ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ საჭირო დროს ველოდებოდი. ვფიქრობ, ამისთვის ლოდინი ღირდა. ყველა ეს ნამუშევარი წარსულითაა შთაგონებული, მაგრამ ეს კოლექცია ყველაზე უფრო თანამედროვეა, ვიდრე რაც აქამდე გინახავთ“.

მსახიობა ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და 2,7 მილიონ მიმდევარს საკულტო კადრი გაუზიარა. გასაკვირი არ არის, რომ ფოტოს 300 000-ზე მეტი მოწონება აქვს.



დროა - ძალიან აღელვებული ვიყავი, სანამ ამ ამბავს გაგიზიარებდით. არ გამომდის საიდუმლოს შენახვა, დრო კი, ისე ნელა გადიოდა. მაგრამ დღეს გრძელი წლის შემდეგ - შემიძლია გითხრათ ყველა ჩემი ყველა იდეა რეალობად იქცა“.



დიდი დრო გავიდა, თუმცა მსახიობის თმა კვლავ ისეთივე ქერა და ბზინვარეა, მისი სხეული კი, კვლავ უნაკლო. სოციალურ მედიაში ხშირად აღნიშნავენ, რომ მას თითქოს დაავიწყდა დაბერება“. რა თქმა უნდა, პოსტმა ათასობით კომენტარი დააგროვა. გულშემატკივრებმა ვარსკვლავი შეაფასეს, როგორც ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში".