LIFE

6 იტალიური კონცეფცია, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას:

6 იტალიური კონცეფცია, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას:

 

  1. Dolce far niente - არაფრის კეთების სიტკბოება

დაეუფლეთ მომენტით ტკბობის ხელოვნებას, ყოველგვარი პროდუქტიულობის ან დაკავებულის გარეშე. დრო დაუთმეთ ენერგიის აღდგენას - ყველაზე კრეატიული იდეები ხომ მხოლოდ მაშინ იბადება, როდესაც გონებას დასვენების საშუალებას აძლევთ.
  1. Festina lente - იჩქარე, ნელა

სჯობს მცირე, გაზომილი ნაბიჯები გადადგა სწორი მიმართულებით, ვიდრე სწრაფი ნახტომებით, არასწორი მიმართულებით გადაადგილდე. დაისახეთ პატარა, მოკლევადიანი მიზნები - ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად შესრულებას და დასახული მიზნის ერთბაშად მიღწევას.
  1. Fare una passeggiata - აისეირნე

იტალიელებს ასეთი რიტუალი აქვთ: სადილის შემდეგ საყვარელ ადამიანებთან ერთად მიდიან სასეირნოდ. ჩვეულებრივ, საღამოს 5-8 საათის შუალედში. ისეირნეთ გონების გასასუფთავებლად, სტრესისა თუ შფოთვის შესამცირებლად და გარემოსთან დასაკავშირებლად.
  1. Lupus in fabula - მგელი ზღაპარში

ყველა კუთხეში, მომდევნო მოულოდნელი დაბრკოლება იმალება. წინასწარ განსაზღვრეთ რისკი. განსაკუთრებით, თუ სიტუაცია ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ რეალობა იყოს.
  1. Anni, amori, e bicchieri di vino non si contano mai - წლები, საყვარლები და ღვინის ჭიქები, არასოდეს უნდა დაითვალო

ასაკი მხოლოდ რიცხვია. არასოდეს იქნებით "ძალიან მოხუცი” იმისთვის, საკუთარი თავი ხელახლა გამოიგონოთ. ცხოვრება ხანმოკლეა და უნდა იცხოვროთ ბოლომდე. დააფასოთ და აღნიშნოთ ყველაზე სასიამოვნო მომენტები.
  1. La vita é bella - ხოვრება მშვენიერია

თქვენ არ გჭირდებათ ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადასვლა, რათა განიცადოთ სიხარული. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს: ყავის პირველი ყლუპი, განსაცვიფრებელი მზის ჩასვლა, ხანგრძლივი სიცილი საყვარელ ადამიანებთან ერთად. იტალიელებმა იციან შეირგონ ყველა ეს მომენტი და როგორ დატკბნენ ცხოვრებით.