მშობლები

როდესაც ძლიერი დედა გყავს, მაშინ შენც ძლიერ ქალად იზრდები

როდესაც ძლიერი დედა გყავს, მაშინ შენც ძლიერ ქალად იზრდები

როდესაც ძლიერი დედა გყავს, სწავლობ, რომ ბედნიერებისთვის მამაკაცი არ გჭირდება.

შენ გჯერა, რომ ნებისმიერ გოგონას შეუძლია გაიზარდოს და განვითარდეს დამოუკიდებლად. შენ აცნობიერებ, რომ სასიყვარულო ცხოვრებას ნულოვანი კავშირი აქვს იმაზე, თუ რამდენად წარმატებული გახდები და რამდენად სრულყოფილად გრძნობ თავს.

როდესაც ძლიერი დედა გყავს, სწავლობ დამოუკიდებლობის განვითარებას:

როგორ გამოთქვა შენი აზრი სოციალურ სიტუაციებში, როგორ დაიცვა საკუთარი თავი კონფლიქტურ სიტუაციებში, როგორ გადარჩე დამოუკიდებლად და როგორ გახდე შენი თავის საუკეთესო ვერსია. შენ სწავლობ, თუ როგორ იზრუნო საკუთარ თავზე, ზუსტად ისევე, როგორც ძლიერი დედა ზრუნავს შენზე.

როდესაც ძლიერი დედა გყავს, საკუთარ თავს პატივს სცემ.

შენ არავის აძლევ უფლებას ისე დაგელაპარაკოს, როგორც არ იმსახურებ. შენ არავის აძლევ უფლებას გადაგიაროს და შეურაცხყოფა მოგაყენოს. შენ არავის აძლევ საშუალებას, რომ მხოლოდ გარეგნობით შეგაფასოს. შენ ზუსტად იცი, რომ პატივისცემას იმსახურებ.

როდესაც ძლიერი დედა გყავს, იცი თუ რა არის სიყვარული.

შენ იცი, თუ როგორ უნდა ექცეოდნენ ოჯახის წევრები ერთმანეთს. შენ იცი, რა არის ჯანსაღი და რა არის ტოქსიკური. შენ იცი, როგორი ადამიანები შემოუშვა შენს ცხოვრებაში და როგორ ადამიანებთან დაიცვა დისტანცია.

როდესაც ძლიერი დედა გყავს, იცი, რომ ტირილი სისუსტე არ არის.

გესმის, რომ ზოგჯერ, ყველაზე მამაცი ადამიანებიც კი ტირიან, რომ ყველაზე ძლიერ გოგოებსაც კი ევსებათ თვალები ცრემლებით, როცა მათ თვალწინ, მთელი სამყარო ნაწილებად იშლება.

როდესაც ძლიერი დედა გყავს, არასდროს ნებდები.

დაცემის შემდეგ წამოდგები და ხელახლა ცდი. შენ საკუთარ თავს ეუბნები, რომ ამის გაკეთება შეგიძლია, რომ საკმარისად კარგი ხარ. შენ არასოდეს მიიღებთ წარუმატებლობას, როგორც საბოლოო ვარიანტს. შენ განაგრძობ მცდელობას მანამ, სანამ არ მიიღებ იმას, რაც გსურს.

როდესაც ძლიერი დედა გყავს, არ გავიწყდება, რომ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ.

შენ ინარჩუნებ მაღალ სტანდარტებს, რადგან გასწავლეს, რომ არ არსებობს სამყაროში რაიმე, რასაც შენ არ იმსახურებ, რასაც შენ ვერ მისწვდები.

როდესაც ძლიერი დედა გყავს, თავს მარტო არასდროს გრძნობ.

რაც არ უნდა მოხდეს, შენ გყავს ადამიანი, რომელიც გეხმარება წამოდგომაში; ადამიანი, რომელიც გახსენებს, რომ რთული დღეები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ადამიანი, ვინც გიბიძგებს მიჰყვეს შენს ოცნებას, რაც არ უნდა შორეული ჩანდეს ის.

როდესაც ძლიერი დედა გყავს, გყავს საუკეთესო მეგობარი მთელი ცხოვრების მანძილზე.

გყავს ადამიანი, ვისთანაც შეგიძლია ისაუბრო იმაზე, რაც გაწუხებს; ადამიანი, რომელიც დაგეხმარება გამოასწორო ყველაფერი, რაც გაფუჭებულად მიგაჩნია; ადამიანი, რომელიც ბოლო ამოსუნთქვამდე შენს გვერდით იქნება.

როდესაც ძლიერი დედა გყავს, ის შენი შთაგონების წყაროა.

ის შენი მისაბაძი მაგალითია. როდესაც ძლიერი დედა გყავს, მაშინ შენც ძლიერ ქალად იზრდები.