LIFE
სამყაროში, სიყვარულის 5 განსხვავებული ენა არსებობს: რომელია სიყვარულის გამოხატვის შენი მეთოდი?
- 22.05.2023
გაგიგიათ ტერმინი „სიყვარულის ენა“? იცით, ეს რას გულისხმობს? ეს არის გზა, რომლითაც ერთი ადამიანი მეორეს უზიარებს ამ საოცარ გრძნობას.
ჩვენ ყველანი გავცემთ და ვიღებთ სიყვარულს 5 განსხვავებული გზით. ესენია, სიტყვები, მზრუნველობა, საჩუქრების გაცემა, დრო და ყურადღება, ფიზიკური შეხება.
-
სიტყვები
-
მზრუნველობა
-
საჩუქრების გაცემა
-
დრო და ყურადღება
-
ფიზიკური შეხება
უმეტეს ჩვენგანს ერთი ან ორი განსხვავებული სიყვარულის ენა აქვს. თუ თქვენ გამოხატავთ თქვენს სიყვარულს სასურველი სასიყვარულო ენით და ეს ენა არ ემთხვევა პარტნიორის ენას, დიდია შანსი, რომ ის შეუმჩნეველი დარჩეს .მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რა არის თქვენი და თქვენი პარტნიორის სიყვარულის ენა:
მაგალითად: თუ კი თქვენი სიყვარულის ენა საჩუქრების გაცემაა და ხშირად „აოცებთ“ თქვენს პარტნიორს გააზრებული საჩუქრებით, ის კი უემოციოდ ათვალიერებს მას, დიდი შანსია ამის გაკეთების სურვილი აღარ გაგიჩნდეთ. საპირწონედ კი, პარტნიორის სასიყვარულო ენა მეტი დროის დათმობა და ყურადღებაა, ეს ყველაფერი კი ორ სხვადასხვა ენაზე საუბარს ჰგავს და ერთმანეთისგან გაუცხოებას იწვევს.
ერთმანეთისთვის სასურველ ენაზე ლაპარაკის სწავლამ შეიძლება მკვეთრად გააძლიეროს თქვენი ურთიერთობა და სიყვარული სრულყოფილი გახადოს.
თემები: ურთიერთობა, ქალები