LIFE

ქართველი მომხმარებლების მიერ შექმნილი სტიკერების ნაკრები მთელი ოჯახისთვის უკვე ხელმისაწვდომია Viber-ში

ქართველი მომხმარებლების მიერ შექმნილი სტიკერების ნაკრები მთელი ოჯახისთვის უკვე ხელმისაწვდომია Viber-ში

2023 წლის მარტში Rakuten Viber-მა, პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციების საერთაშორისო ლიდერმა, საქართველოში, კრეატიული კონკურსი - “სტიკერების ნაკრები მთელი ოჯახისთვის” დააანონსა. 

კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ თავიანთი კრეატიულობა და გამხდარიყვნენ უნიკალური სტიკერების ნაკრების თანაავტორები. 

კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილეს უნდა შეექმნა ნახატი ოჯახის ან ოჯახური დასვენების თემაზე და განცხადებასთან ერთად გაეგზავნა Viber-ის სპეციალურ საკონკურსო ჩატბოტში.

საქართველოში, მონაწილეობის მისაღებად, საკონკურსო განაცხადი 2 000-მდე მომხმარებელმა გაგზავნა. საკონკურსო ნამუშევრებში, მონაწილეებმა შემოქმედებითი გზით წამოაჩინეს, თუ როგორ ატარებენ ოჯახურ დასვენებას; გააზიარეს ნათესავებთან და მეგობრებთან დაკავშირებული სასიამოვნო თუ სახალისო მოგონებები; დახატეს მათი საყვარელი შინაური ცხოველები და დაგვანახეს, თუ რას ნიშნავს მათთვის ოჯახი.

კონკურსის პირველ ეტაპზე, მესენჯერის წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია 42 ნახატი, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს. შემდეგ ეტაპზე კი, მომხმარებლებმა გამოავლინეს საუკეთესო ნამუშევრები. ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო 4 000-ზე მეტმა Viber-ის მომხმარებელმა საქართველოდან, რომლებმაც ხმა მისცეს მათ მიერ შერჩეულ საუკეთესო ნამუშევარს. გამარჯვებული 10 ნახატი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მოხვდა Viber-ის უნიკალურ „საოჯახო სტიკერების ნაკრებში“, რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე ყველა მომხმარებლისთვის.



ასევე, კონკურსის ყველა მონაწილეს, მესენჯერის გუნდმა, კრეატიული ონლაინ მასტერკლასი - „შექმენი შენი სტიკერები“ შესთავაზა. ღონისძიებას საქართველოში პოპულარული ილუსტრატორი, ლინა კორნიში გაუძღვა. მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ილუსტრაციის შექმნის ყველა პრაქტიკულ ეტაპს, კომპოზიციის აგებას, ისწავლეს როგორ გახადონ თავიანთი ნახატები კიდევ უფრო საინტერესო, გამომხატველი და ასევე, შეძლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამყარება. 

Rakuten Viber-ის შესახებ:
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატები, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებებისა და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.