ყველას ჰყავს მისაბაძი ადამიანი. ალბათ, გამონაკლისი არც თქვენ ხართ. ესაა პიროვნება, რომლებითაც აღფრთოვანებული ხართ და გსურთ მას ჰგავდეთ. ის შესაძლოა იყოს თქვენი მეგობარი, ოჯახის წევრი, ცნობილი სახე ან ისტორიული პიროვნება. ისაა ადამიანი, რომელიც თქვენ შთაგაგონებთ. მაგრამ თუ დაფიქრდებით, აღმოაჩენთ, რომ სხვისთვის მისაბაძი ადამიანი, თქვენც შეიძლება გახდეთ. როგორ? მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ.
-
იყავით ავთენტური
იყავით ავთენტური. გამოთქვით თქვენი აზრი, მიჰყევით გულის ძახილს, იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით და ყურადღება დაუთმეთ იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
-
აჩვენეთ კომპეტენცია
-
იყავით მენტორი
-
იყავით თანმიმდევრული თქვენს ღირებულებებთან
პირველი ნაბიჯი არის იმის დადგენა, თუ რა არის თქვენი ძირითადი ღირებულებები და როგორ აჩვენებთ მათ თქვენს საქმიანობაში. თუ თქვენ აფასებთ ოჯახს, პირველ ადგილზე აყენებთ ოჯახს? თუ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, ამას ამტკიცებთ თქვენი ცხოვრების წესით? იმისთვის, რომ იყოთ მისაბაძი მაგალითი, თქვენ უნდა იცხოვროთ თქვენი ღირებულებებით. ეს დააახლოებს ადამიანებს თქვენთან და დაგეხმარებათ, რომ თქვენს სიტყვას, ნამდვილად ჰქონდეს ფასი.
-
გარკვეულწილად, იყავით დაუცველი
დაუცველობა დაგეხმარებათ, რომ ადვილად დაამყაროთ სხვა ადამიანებთან ემოციური კავშირი და ადვილად მოიპოვოთ სასურველი აღიარება. შიში, წარუმატებლობა, შეცდომა - ეს ხომ ის საკითხებია, რაც ყველა ადამიანს აერთიანებს. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, იყავით დაუცველი და აჩვენეთ სხვებს თქვენი ადამიანური მხარე.
თემები:
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია