LIFE

როგორ განსაზღვროთ, ხართ თუ არა ალფა ადამიანი?

როგორ განსაზღვროთ, ხართ თუ არა ალფა ადამიანი?

არსებობს პიროვნების მრავალი განსხვავებული თეორია, რომელიც გვეხმარება გავიგოთ, თუ რომელი ტიპის ხასიათი გვაქვს. ის, ლიდერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არის ალფა ადამიანის ხასიათი. მაგრამ, როგორია ალფა ადამიანი? როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, ხართ თუ არა ერთ-ერთი მათგანი? სანამ ამ კითხვებს ვუპასუხებთ, გაითვალისწინეთ, რომ პიროვნების ეს ტიპი არ არის დაკავშირებული კონკრეტულ სქესთან.

ლიდერი ხარ?

ალფა პიროვნების პირველი ნიშანი არის მიდრეკილება, რომ გახდეს ლიდერი. ისინი ბუნებრივად მიისწრაფვიან ამ პოზიციისკენ და დამატებითი ძალისხმევის გარეშე იღებენ მათ. როგორც წესი, ისინი კაშკაშებენ სხვადასხვა საზოგადოებებსა თუ ორგანიზაციებში და ადვილად იღებენ სხვათა მხარდაჭერას. მაშინაც კი, თუ ისინი უკმაყოფილოები არიან იმ გამოწვევებით, რაც ლიდერობას ახლავს თან, ისინი ყველაზე უკეთ უმკლავდებიან პრობლემებს.

ხმამაღლა ლაპარაკობ?

ალფა ადამიანებს არ ეშინიათ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, თუ რაიმეთი უკმაყოფილონი არიან. ისინი თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და ხშირად მზად არიან თავად შეცვალონ რეალობა, თუ სხვებისგან ამის სურვილი არ ჩანს. ისინი საუბრობენ ხმამაღლა, მკაფიოდ და თამამად აფიქსირებენ საკუთარ აზრს.

იცი თქვენი ღირებულება?

ალფა ადამიანმა იცის საკუთარი თავის ფასი. ზოგჯერ ისინი ცოტა თავხედურადაც კი გამოიყურებიან, მაგრამ ეს მათი ხიბლის ნაწილია. ისინი თავს ძლიერად გრძნობენ და თავდაჯერებულად მოქმედებენ. ისინი ყველას აჩვენებენ, რომ იციან თავიანთი ადგილი. მათ ყველა ქმედებაში იკვეთება თავდაჯერება - ლაპარაკში, გადაწყვეტილების მიღებასა თუ მის განხორციელებაში.

მოგწონთ გამოწვევები?

ალფა ადამიანს არ აშინებს გამოწვევები. უფრო მეტიც, მათ მოსწონთ საკუთარი თავის გამოცდა და დანახვა, თუ რამდენად კარგები არიან ისინი. გამოწვევების გადალახვა არის ის, რაც მათ შთააგონებთ და მეტის კეთების სურვილს უღვივებთ.

შრომისმოყვარე ხარ?

ალფა ადამიანები სიამოვნებით მუშაობენ და ზოგჯერ ზედმეტ ინვესტიციასაც კი დებენ საქმეში. ალფა ადამიანს შესაძლოა, უბრალოდ დაავიწყდეს საკუთარ თავზე ზრუნვა და შესვენება. სწორედ ამიტომ, გადაღლისგან გამოწვეული სტრესი, მათი ცხოვრების მთავარი პრობლემაა. მაგრამ, თუკი მათი მიზანი მკაფიოა, ისინი ამ მდგომარეობაშიც კი აგრძელებენ მუშაობას. ეს თვისება ეხმარებათ ყველა დასახული მიზნის მიღწევასა და წარმატებაში. მათ ადვილად ჰბეზრდებათ ცხოვრების ნელი ტემპით და გამუდმებით ეძებენ ახალ პროექტებსა თუ იდეებს.

ამბიციური ხარ?

ალფა ადამიანები მიდრეკილნი არიან ოცნებისკენ. ისინი მზად არიან გარისკონ თავიანთი კომფორტი, რათა ყველაზე გიჟური იდეაც კი რეალობად გადააქციონ.

მოგწონთ კონტროლი?

და ბოლოს, რაღა თქმა უნდა, ალფა ადამიანებს არ მოსწონთ კონტროლის დათმობა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში კარგია, თუმცა ხშირად, მათი ცხოვრების მთავარი შეცდომაა. ისინი ყოველთვის ფხიზლად არიან და ცდილობენ ყველას ნაცვლად აიღონ პასუხისმგებლობა. მაგრამ, კარიერული მიზნების მიღწევასა თუ ოცნებების ასრულებაში, ისინი წლებს ისე ატარებენ, რომ არ ისვენებენ, არ ტკბებიან ცხოვრებით და რაც მთავარია, ურთიერთობებს ნაკლებ დროს უთმობენ.