LIFE

პოზიტიური აზროვნების 5 ოქროს წესი: ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო

პოზიტიური აზროვნების 5 ოქროს წესი: ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო

პოზიტიური აზროვნებ, ხშირად არასწორად არის გაგებული. პოზიტიურად ფიქრი არ ნიშნავს, რომ ყველა უარყოფითი აზრი გაქრება. მაგრამ, როდესაც ირჩევთ პოზიტიურად აზროვნებას, ნეგატიურ აზრებს არ აძლევთ უფლებას თქვენზე დესტრუქციული გზით იმოქმედოს. უფრო მეტიც, პოზიტიურად აზროვნებ პრაქტიკას მოითხოვს, მაგრამ საბოლოო შედეგი, ნამდვილად ღირს!

წესი #1

მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც ის არის: ნუ დაინახავთ ცხოვრებას იმაზე მუქ ან ნათელ ფერებში, ვიდრე ის არის. კარგ ადამიანებსაც ემართებათ ცუდი რაღაცეები და პირიქით - ცუდი ადამიანებიც აღწევენ წარმატებას. ეს ბუნებრივი და ნორმალურია. 

წესი #2

წარმოიდგინეთ უკეთესი ცხოვრება: თქვენი გონება ვერ განასხვავებს ფიზიკურ მოვლენას და წარმოდგენას, ამიტომ, წარმოიდგინეთ ზუსტად ის, რაც გსურთ. ეს დაგეხმარებათ შექმნათ პოზიტიური განწყობა. სწორედ აქ იწყება პოზიტიური აზროვნება - მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც ის არის, ამის შემდეგ კი, დაიწყეთ ფიქრი, როგორი გსურთ, რომ ის იყოს.

წესი #3

იცხოვრეთ ისე, როგორც თქვენ ხედავ: აკონტროლეთ თქვენი სამყარო და მიჰყევით თქვენს სურვილებს. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გიშლით ხელს საოცნებო ცხოვრების შექმნაში და რა არის საჭირო, მის მისაღწევად? დაინახეთ სად ხართ, სად გსურთ იყოთ და შეადგინეთ გეგმა იქამდე მისასვლელად.

წესი #4

ყურადღება გაამახვილეთ კარგზე: ნუ მიაქცევთ ყურადღებას ნეგატიურ მოვლენებს.
იყავით მადლიერი იმით რაც უკვე გაქვთ, არ იდარდოთ იმაზე თუ რაც ჯერ არ გაქვთ.

წესი #5

იყავით ცნობისმოყვარე და არ განსაჯოთ სხვები: ცნობისმოყვარეობა გვეხმარება დავინახოთ კარგი ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებში. ის გვეხმარება განვავითაროთ თანაგრძნობა და ნაკლებად განვსაჯოთ სხვები. ცნობისმოყვარეობა ქმნის ობიექტურობას და საშუალებას გვაძლევს დავინახოთ მონეტის ორივე მხარე.

იცოდეთ, რომ როდესაც პოზიტიურად ფიქრობთ, ეს არ ნიშნავს რომ უარყოფით მოვლენებს არ გადააწყდებით. უბრალოდ, მათ არ მისცემთ საშუალებას, რომ განსაზღვროს თქვენი ცხოვრება - ცუდი დღე, ცუდ ცხოვრებას სულაც არ ნიშნავს!