LIFE
რატომ გაქრა რეიჩელ მაკადამსი კინოეკრანებიდან და გეგმავს თუ არა დაბრუნებას?
- 26.05.2023
შოუბიზნესის კონკურენტულ სამყაროში, ჩვეულებრივ, ვარსკვლავები უარს არ ამბობენ მთავარ როლებსა და წითელ ხალიჩაზე. თუმცა, რეიჩელ მაკადამსმა ეს ნაბიჯი გადადგა და მთელი ინდუსტრია გააკვირვა. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი და რატომ დატოვა ყველასთვის საყვარელმა ვარსკვლავმა ჰოლივუდი?
რთული გადაწყვეტილება.
რეიჩელ მაკადამსმა განზრახ დატოვა ჰოლივუდი. როგორც თავად ამბობს, მას სჭირდებოდა პაუზა, რადგან მისი ცხოვრება ძალიან სწრაფად იცვლებოდა, თუმცა, მსახიობს არ ჰქონდა შესაბამისი მენტალური მდგომარეობა.„კარგად ვერ ვუმკლავდებოდი იმ ფაქტს, რომ ჩემი ცხოვრება ასე სწრაფად იცვლებოდა. პაუზის დროს, უფრო ახლოს გავიცანი ჩემი თავი და გავაცნობიერე, რომ წარმატებისთვის არაა საჭირო იყო ვარსკვლავი. თუ ყველა გადაწყვეტს, რომ მე კლუბს მიღმა ვარ, მაშინ თამამად ვიტყვი, რომ ეს კლუბი პირველმა მე დავტოვე“.
მსახიობმა ეს ნაბიჯი საკუთარი კეთილდღეობისთვის გადადგა.
მიუხედავად იმისა, რომ რეიჩელ მაკადამსი, „უბის წიგნაკში“ შესრულებული როლის შემდეგ, თაობის საკულტო მსახიობი გახდა, მან ბევრ მნიშვნელოვან როლზე თქვა უარი. მათ შორისაა, ისეთი ცნობილი ფილმი, როგორიცაა „ეშმაკი ატარებს პრადას“. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის გაუგებარი იყო, თუმცა, მსახიობი ამბობს, რომ ეს როლი მის პიროვნებასთან ახლოს არ იყო. თანაც, იმ დროს, მას უიმედოდ სჭირდებოდა შესვენება, რათა „საღი აზრი“ შეენარჩუნებინა.„იყო შემთხვევები, როდესაც მეორედ დავფიქრებულვარ ჩემს გადაწყვეტილებაზე. ცხადია, შფოთის განცდა ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ ყველაფერს წყალში ვყრიდი. ვეკითხებოდი საკუთარ თავს, თუ რატომ ვაკეთებდი ამას. მე წლები დამჭირდა იმის გასაგებად, თუ რას მეუბნებოდა ინტუიცია“.
დღეს მისი პრიორიტეტი დედობაა.
40 წლის ასაკში, მსახიობი პირველად გახდა დედა, 2 წლის შემდეგ კი, მეორე შვილი შეეძინა. მსახიობი ამბობს, რომ ამ როლით ის ძალიან კმაყოფილი და აღფრთოვანებულია.„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ხალხი ამბობს, რომ როდესაც დედა ხდები, შემდეგ შენი ცხოვრება შენ აღარ გეკუთვნის. მაგრამ, მე 39 წელი მხოლოდ ჩემთვის ვცხოვრობდი და ძალიან მიხარია, რომ ახლა ჩემი პრიორიტეტი ჩემი შვილებია. მე ხომ დიდხანს ველოდებოდი, როდის გავხდებოდი დედა“.
და ის დაბრუნდა ახალი, საინტერესო ფილმით.
რეიჩელ მაკადამსი, პაუზის შემდეგ კინოეკრანებს 2022 წელს დაუბრუნდა, ფილმით „აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი“. ფილმის გადაღების დროს, 5 თვის ქალიშვილზე ზრუნავდა და გადაღების შესვენებებზე, ბუნებრივად კვებავდა. ის აღიარებს, რომ როლისთვის შთაგონებას დედობის რეალური გამოცდილებიდან იღებდა. როგორც თავად ამბობს, აუცილებელმა შესვენებამ მას განახლებული ბედნიერება და სრულიად განსხვავებული ტიპის როლები მოუტანა.
თემები: