LIFE
სელინ დიონი იშვიათ დაავადებას ებრძვის, თუმცა ის მუშაობას არ წყვეტს: მომღერლის კინო დებიუტი
- 28.05.2023
სელინ დიონი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ნიჭიერი მომღერალი, 55 წლის ასაკში, იშვიათ და პროგრესირებად ნევროლოგიურ სინდრომს უმკლავდება. თუმცა, ის მუშაობას არ წყვეტს - სულ ცოტა ხნის წინ, მსახიობის კინო დებიუტი რომანტიკულ კომედიაში შედგა.
სელინ დიონი ფილმში საკუთარ თავს თამაშობს.
მომღერალმა თავისი პირველი ალბომი 1981 წელს, 13 წლის ასაკში გამოუშვა და მას შემდეგ, მისი საკულტო კარიერა არ შეჩერებულა. ახლა, ათწლეულების შემდეგ, ის ახალ ეტაპზე გადავიდა და საზოგადოების წინაში ახალ ამპლუაში წარსდგა. ეს ამბავი განსაკუთრებული იმითაა, რომ მომღერალი პარალელურად უიშვიათეს სინდრომს ებრძვის.Love Again რომანტიკული კომედიაა, რომლის პრემიერა 2023 წლის 5 მაისს შედგა. ფილმში მონაწილეობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან პრიანკა ჩოპრა ჯონასი და სემ ჰეუგანი. რომანტიკულ კომედია-დრამაში, სელინ დიონი საკუთარი თავის გამოგონილ ვერსიას თამაშობს.
„ჩემს პირველ მხატვრულ ფილმში, ლამაზ და ნიჭიერ მსახიობებთან, პრიანკა ჩოპრა ჯონასთან და სემ ჰიუჰანთან ერთად თამაში არის საჩუქარი, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე დავაფასებ. ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი ამბავია და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებას ეს ფილმი და ახალი სიმღერები ძალიან შეუყვარდება“.
ფილმში მომღერლის 11 ახალი სიმღერა გაჟღერდა, რომლებიც „ჩაქსოვილი ფილმისა და მისი პერსონაჟების ნარატივში“. ესაა სელინ დიონის პირველი კომპოზიციები მას შემდეგ, რაც იშვიათი დაავადება დაუდგინეს. ოფიციალურმა ვიდეომ, YouTube-ზე 2.5 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა.
2022 წელს, სელინ დიონს უიშვიათესი სინდრომი დაუდგინეს
2022 წლის დეკემბერში, სელინ დიონმა, ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მან ჯანმრთელობის პრობლემაზე ისაუბრა. სწორედ ამ მიზეზით, მომღერალს ტურის გაჩერება და დაგეგმილი კონცერტების გაუქმება მოუწია.
დაავადება, რომელიც სელინ დიონს დაუდგინეს, ესაა უიშვიათესი Stiff-Person სინდრომი - პროგრესირებადი ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის კუნთებზე, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს მაღალი მგრძნობელობა ხმაურის, შეხების და ემოციური სტრესის მიმართ.
2023 წლის თებერვალში, დიონის დამ განცხადება გააკეთა:
”დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრება მას დაუბრუნებს იმას, რაც წაართვა, რადგან ის არის უაღრესად ინტელექტუალური ქალი, ძალიან გულუხვი და ნიჭიერი. ის უბრალოდ შეყვარებულია ცხოვრებაზე. ვცდილობ მის პოზიტიური ემოციები გავუგზავნო იმ იმედით, რომ ერთ დღესაც სცენას დაუბრუნდება“.
და სელინ დიონი დაბრუნდა, თუმცა, ამჯერად კინო ეკრანებზე.
თემები:
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია