LIFE

გლოვო ბურგერის საერთაშორისო დღეს (28 მაისს) ქართველების ერთ-ერთი რჩეული კერძის შესახებ სტატისტიკას ავრცელებს

გლოვო ბურგერის საერთაშორისო დღეს (28 მაისს) ქართველების ერთ-ერთი რჩეული კერძის შესახებ სტატისტიკას ავრცელებს

საქართველოში ბურგერებზე მოთხოვნა საშუალოდ 40%-ით გაიზარდა ბოლო სამი წლის განმავლობაში

  • 2022 წელს ერთმა მომხმარებელმა 617 ბურგერი შეუკვეთა
  • გასულ წელს გლოვოში ბურგერების მომწოდებელი მცირე ბიზნესების რაოდენობა 64%-ით გაიზარდა.

მიწოდების მრავალკატეგორიული წამყვანი აპლიკაცია Glovo ბურგერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო მონაცემებს ავრცელებს საქართველოში ბურგერის, როგორც კერძის, მოთხოვნასთან დაკავშირებით. შესანიშნავი დროა, გაგიზიაროთ ადგილობრივი ტენდენციები ყველასთვის საყვარელი და აღიარებული კერძის შესახებ. 

Glovo-ს მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ბურგერზე მოთხოვნა საშუალოდ 40%-ით გაიზარდა, რაც ადასტურებს ქვეყნის დიდ სიყვარულს ამერიკული სამზარეულოს აღიარებული კერძის მიმართ. გარდა ამისა, ბურგერებზე მაღალი მოთხოვნით გამორჩეულ ქვეყნების სიაში, საქართველო მე-8 ადგილს იკავებს. 

საქართველო ადგილობრივი ეკონომიკისა და მცირე თუ საშუალო ბიზნესების ხელშეწყობით გამოირჩევა. ამაზე მეტყველებს მცირე ბიზნესებში ბურგერის შეკვეთების რაოდენობის 21%-იანი ზრდა 2021 წელთან შედარებით. ასევე აღსანიშნავია, რომ რიცხვი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისა, რომლებმაც ბურგერების ნაირსახეობა დაამატეს მენიუში, 64%-ით გაიზარდა აპლიკაციის ფარგლებში, რაც ხაზს უსვამს Glovo-ს მიერ შეტანილ წვლილს რეგიონული მცირე მეწარმეების გაძლიერებაში.
 

დროის თვალსაზრისით, ქართველებისთვის ბურგერი ვახშმის პერიოდში განსაკუთრებულად პოპულარული არჩევანია. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა მთელი დღის განმავლობაში სტაბილურად მაღალია, ბურგერის შეკვეთების რაოდენობა პიკს 20:00 საათზე აღწევს- პროცენტულად კი 19:00-21:00 საათამდე განთავსებული შეკვეთების რაოდენობა ყოველდღიური ბურგერის შეკვეთების 22%-ს შეადგენს. საქართველოში გვიან ღამით მნიშვნელოვნად იზრდება ბურგერზე მოთხოვნა. მონაცემების მიხედვით, დილის 00:03 საათებში ვხედავთ მოთხოვნის გასაოცარ 241%-იან ზრდას. 

გლობალური ტენდენციების შესაბამისად, შაბათი შეადგენს ყოველკვირეული შეკვეთების ჯამის 16%-ს, ხოლო პარასკევიდან კვირამდე მოთხოვნა 45%-ს აღწევს. მონაცემები გვაჩვენებს, რომ წელიწადის ზოგიერთი შაბათ-კვირა განსაკუთრებული მოთხოვნით გამოირჩევა - გასულ წელს პირველი ადგილი დაიკავა 28-29 ოქტომბერმა, რომელსაც მოჰყვება 4-5 თებერვალი. 

ქალაქების მიხედვით, წლიური შეკვეთების რაოდენობით პირველი ადგილი თბილისს უკავია, შემდეგ მოდის ბათუმი და ქუთაისი. თუმცა, ამ ბურგერმანიაში 2021 წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა გორსა და ფოთში- 722% და 165% მაჩვენებლებით.

2022 წელს ქართველებისთვის McDonald’s და Wendy’s ბურგერების შესაკვეთად საუკეთესო არჩევანი იყო, ადგილობრივი ფავორიტები კი Good Choice, Grill More და Burger Lions-ია.

აღსანიშნავია ბურგერზე შეყვარებული მომხმარებლებიც - ერთმა მომხმარებლებმა Glovo-ს მეშვეობით წლის განმავლობაში 417 ბურგერი შეუკვეთა. ასევე, ერთ-ერთმა ბურგერ-ენთუზიასტმა 540.0- ლარიანი "20 x Royal Burger Combo" შეკვეთა განათავსა "Burger Bar"-ში. 

მაგრამ მღელვარება ამით არ მთავრდება! Glovo თანამშრომლობს ყველასთვის ცნობილ და საყვარელ რესტორნებთან, როგორიცაა Wendy's, Good Choice, Grill More და Gochits Burger, რათა მომხმარებლებს მიაწოდოს ექსკლუზიური აქციები და გემრიელი ბურგერის ნაირსახეობა. აქციები ხელმისაწვდომია აპლიკაციაში. Glovo გიწვევთ გემრიელ მოგზაურობაში, არ გამოტოვოთ შეთავაზებები და აღნიშნეთ ბურგერის დღე გლოვოსთან ერთად!

Glovo-ს შესახებ:

Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. Გლოვოს  ხედვაა, ყველა ადამიანს ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე თავიანთ ქალაქში და, შესაბამისად, მომხმარებლებმა ისიამოვნონ რითაც უნდათ, როცა უნდათ და სადაც უნდათ. Glovo დაარსდა 2015 წელს  და ის ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში. 

Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/en/

საქართველოში Glovo პლატფორმა 2018 წელს ამოქმედდა და დღეს ის 10 ქალაქში ოპერირებს: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ბაკურიანში, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში. Glovo-ს დეტალური დაფარვის ზონა შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://glovoapp.com/ge/en/map/cities/