საზოგადოებაში არსებობს გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ეფუძნება მასკულინურობისა და ქალურობის დომინანტურ ფორმებს. სტერეოტიპები არის საზოგადოებაში გავრცელებულ რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც არ არის მეცნიერულად დადასტურებული და ის მხოლოდ ვარაუდს ეფუძნება.
თქვენს წინაშეა 13 ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი:
- ქალები არიან მზრუნველები - დიახ ქალები ნამდვილად მზრუნველები არიან, რადგან მაქვთ ანატომიურად აქვთ საშვილოსნო, რაც იმთავითვე მასში სხვა ადამიანის, ახალი სიცოცხლის დატევასა და მასზე ზრუნვას გულისხმობს. თუმცაღა ეს იმას სრულებითაც არ ნიშნავს რომ მამაკაცები არ არიან მზრუნველები, ან ნაკლებად მზრუნველები არიან.
- მამაკაცები ლიდერები არიან - დიახ, ეს აღნიშვნაც სტერეოტიპულია. მამაკაცებს ნამდვილად ახასიათებთ ლიდერობისკენ მუდმივი სწრაფვა და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქალებს დაქვეითებული აქვთ ეს თვისება.
- ქალები პასიურები არიან - ეს დებულება ნამდვილად ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
- მამაკაცები კარგად ერკვევიან მათემატიკაში - მათემატიკური გონება არის ნიჭი. მათემატიკური აზროვნების უნარი უმრავლესობას ნაკლებად აქვს, თუმცა ეს მოცემულობა სულაც არ არის დამოკიდებული სქესზე. ბევრი ქალი შეიძლება სჯობდეს ბევრ კაცს მათემატიკური უნარით.
- ქალებმა უნდა აღზარდონ ბავშვები - საკმაოდ გავრცელებული სტერეოტიპია. მამაკაცსაც ისევე მოეთხოვება და ევალება ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღება, როგორც ქალს. ბავშვს ორივე მშობლის ჩართულობა სჭირდება განვითარებისთვის და ბედნიერებისთვის.
- ბიჭები არ კითხულობენ წიგნებს - ეს მართლაც აბსურდული ბრალდებაა.
- ბიჭებმა არ უნდა ითამაშონ თოჯინებით - თუ კი ბავშვს აინტერესებს თოჯინა არავის აქვს უფლება , რომ აუკრძალოს ეს სათამაშო. ეს თავსმოხვეული სტერეოტიპია და დროა მის აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ.
- ახალგაზრდა ქალები გულუბრყვილოები არიან -ზუსტად იგივე დოზით შეიძლება ვისაუბროთ ახალგაზრდა ბიჭებზეც, რადგან ზოგადად ახალგაზრდებს არ აქვთ იმდენი გამოცდილება, რამდენიც უფროსებს, შესაბამისად შეცდომების დაშვება გულუბრყვილობით აბსოლუტურად ნორმალური და ლოგიკურია.
- ქალებს მამაკაცის დახმარება სჭირდებათ - ქალები ძალიან ბევრს მუშაობენ და საკუთარ თავზე მართლაც უდიდეს პასუხისმგებლობებს იღებენ. შესაბამისად, აბსოლუტურად უსამართლოა ეს სტერეოტიპი, რომ მათ კაცებისგან სჭირდებათ დახმარება, რადგან ისინი თავად ეხმარებიან მამაკაცებს. ქალსა და მამაკაცს თანაბრად შეუძლიათ გასცენ ბენეფიტები.
- ქალები სუსტები არიან - ამ სტერეოტიპს ალბათ საფუძვლად უდევს ფიზიკური მონაცემები. ზოგადად მამაკაცი ქალზე ფიზიკურად ძლიერია და ეს აღმოჩენა სულაც არ არის. თუმცა ქალს, რომელიც სპორტული აქტივობით ან ძალოსანი სპორტით არის დაკავებული შესაძლოა მეტი ფიზიკური მონაცემიც აქვს ვიდრე კაცს.
- კაცები არ ტირიან - საკმაოდ გავრცელებული სტერეოტიპია, რაც პირდაპირი მნიშვნელობით დანაშაულია მამაკაცების წინაშე. გამოდის რომ საზოგადოება მათ ემოციების გამოხატვას უკრძალავს. ეს უნდა შეიცვალოს.
- ქალები ზედმეტად ემოციურები არიან ლიდერობისთვის - არსებობენ საკმაოდ ემოციური მამაკაცებიც ასევე, რომლებიც ლიდერობისთვის შეუფერებლები არიან. შესაბამისად ეს მოსაზრებაც სტერეოტიპია.
- პრობლემების გადასაჭრელად, კაცები იყენებენ აგრესიას - ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ. არსებობენ ადეკვატური მამაკაცებიც.
თემები: