ყველას გვინდა, რომ ბედნიერი ვიყოთ. ბედნიერება არის უნარი, არ გინდოდეს მეტი; იპოვო მადლიერება და კმაყოფილება იმ მომენტში, რაც ახლა გაქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, რომ იცხოვროთ მომენტში, ნაცვლად იმისა, რომ გსურდეთ წარმატების რაიმე სამომავლო გარანტია.
საუკეთესო გზა - იცხოვრე აქ და ახლა.
გამოხატეთ მადლიერება. იმის დაფასება, რაც ახლა გაქვთ, ავტომატურად გაბრუნებთ აწმყოში. ეს საშუალებას გაძლევთ გადალახოთ უკმაყოფილება, გამოწვეული დიდი სახლის, უკეთესი ურთიერთობის ან უკეთესი სამსახურის სურვილით და განიცადოთ ის, რაც ახლა გაქვთ.
ბედნიერების 5 მარტივი გზა:
-
ყოველ საღამოს, ვახშმის წინ თქვით ერთი რამ, რისთვისაც მადლობელი ხართ. (თუ ლოცულობთ, მაშინ ეს შეიძლება გახდეს თქვენი ლოცვის ნაწილიც.)
-
ამ კვირაში, დაწერეთ მადლობის წერილი. თუ სხვას ვერაფერს იპოვით, რისთვისაც მადლიერი უნდა იყო, უბრალოდ არ დაივიწყოთ, რომ მნიშვნელოვან ადამიანს მადლობა გადაუხადოთ თქვენს ცხოვრებაში ყოფნისთვის. ნებისმიერი დრო, რომელსაც ისინი თქვენთან ერთად ატარებენ, საჩუქარია, რადგან მათ შეუძლიათ აირჩიონ დროის სხვასთან გატარება.
-
დაუთმეთ 30 წამი სუნთქვას. არ არსებობს უფრო ადვილი გზა, რომ დაუთმოთ დრო საკუთარ თავს და იყოთ მადლიერი საკუთარი არსებობისთვის, ვიდრე სუნთქვა. დახუჭეთ თვალები. ჩაისუნთქეთ ცხვირით სამის დათვლით და ამოისუნთქეთ პირით ხუთ თვლაზე. გააკეთეთ ეს 5-ჯერ.
-
არაფერი გააკეთოთ 2 წუთის განმავლობაში. გამოიცანით რა მოხდება? არაფერი! თქვენ არ დაკარგეთ სამსახური. თქვენმა ოჯახმა არ მიგატოვათ. თქვენ არ ხართ წარუმატებელი. არავინ განგსჯით. სინამდვილეში, ერთადერთი, რაც რეალურად მოხდა, იყო ის, რომ გააცნობიერეთ, რომ შეგიძლიათ დაუთმო დრო საკუთარ თავს და ისიამოვნო საკუთარი ყოფნით რაიმეს გარეშე.
-
დაურეკეთ მეგობარს, რომელთანაც დიდი ხანია არ გისაუბრიათ. ჩვენ ვცხოვრობთ ახლო კავშირისთვის. ფეისბუქის მეგობრებისა და ინსტაგრამის მიმდევრების ყოლა შესანიშნავია, მაგრამ ეს არ არის ახლო კავშირი. მიმართეთ ვინმეს, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია. უბრალოდ ისიამოვნეთ საუბრით და იყავით მადლიერი ამ ადამიანის.
თემები: ბედნიერება