ჯანმრთელობა
იცით რა არის ჰიდროკოლონოთერაპია და რატომაა ის ყველა ადამიანისთვის რეკომენდებული?
- 31.05.2023
ჰიდროკოლონოთერაპია, ეს არის მსხვილი ნაწლავის ღრმა გამორეცხვა, გაფილტრული, იონიზირებული წყლითა და სპეციალური აპარატის მეშვეობით. პროცედურა ტარდება სპეციალიზებულ, კომფორტულ კაბინეტში და პაციენტს ნაწლავური ინტოქსიკაციისგან გათავისუფლებას ჰპირდება.
ნაწლავური ინტოქსიკაცია ეს არის პრობლემა, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს. თანაც ისე, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ის გამოწვეულია ნაწლავებში გადაუმუშავებელი საკვების, პარაზიტების ლორწოს, მკვდარი უჯრედების ხანგრძლივი დაგროვებით. ინტოქსიკაციის დროს, ხდება ნაწლავის კედლის ადგილობრივი მოშხამვა. შედეგად, ტოქსინები შეიწოვება სისხლში და ვრცელდება მთელს ორგანიზმში, რაც იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას. ასეთი პაციენტები განიცდიან მუდმივ სისუსტეს და დაღლილობას.
ნაწლავების გამორეცხვა ეფექტურია არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა პრობლემების დროს, არამედ სრულიად ჯანმრთელი ადამიანებისთვის, მით უფრო თუ ისინი დაბალანსებულად იკვებებიან და ცხოვრების ჯანმრთელ წესს მისდევენ. გადაუმუშავებელი პროდუქტები ორგანიზმში გროვდება კვირების, თვეების და წლების მანძილზეც კი. პრობლემასთან ბრძოლაში, მხოლოდ დაბალანსებული კვება უძლურია. ნაწლავების გამორეცხვა ადამიანებს ეხმარება არა მხოლოდ დაავადებებთან გამკლავებაში, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
როგორც ხედავთ, ჰიდროკოლონოთერაპია მრავალმხრივ სასარგებლო პროცედურაა. მისი მიზნების ჩამონათვალი მოიცავს ნაწლავის დეტოქსს, აკნეს გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლას და კანის ფერისა თუ ელასტიკურობის გაუმჯობესებას; ორგანიზმიდან მძიმე ლითონების გამოდევნას, დეზინტოქსიკაციას, ნორმალური ნაწლავური ფლორის აღდგენასა და წონის კორექციას;
შრომისუნარიანობის გაუმჯობესებას, იმუნიტეტის გაძლიერებას, ალერგიული რეაქციების შემცირებასა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მოხსნას.
საქართველოში, ამ საჭირო პროცედურის ჩატარება დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოლოთერაპიის ცენტრშია შესაძლებელი. ჰიდროკოლონოთერაპიის სრული კურსი შედგება 6 პროცედურისგან, საპროფილაქტიკო კურსი კი - 3 პროცედურისგან. აქ, სპეციალისტები ინდივიდუალურად შეარჩევენ თქვენი ორგანიზმისთვის საუკეთესო პრობიოტიკებსა და ადსორბენტებს. ეს სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხო პროცედურაა. პროცედურის შემდეგ კი, ფიტოთერაპევტი სპეციალურად თქვენთვის შეარჩევს მცენარეულ ნაკრებს, რათა მიღებული ეფექტის მაქსიმალურ გახანგრძლივებაში დაგეხმაროთ.
ეს არის პროცედურა, რომელიც აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ადამიანს ცხოვრების ყოველი წამით ტკბობაში ეხმარება.
თემები: რჩევები