LIFE

13 რჩევა თუ როგორ გადავურჩეთ ექსტრემალურ სიცხეს

13 რჩევა თუ როგორ გადავურჩეთ ექსტრემალურ სიცხეს

დღეს მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დგას - ეს ექსტრემალური სიცხეა.  თქვენთვის შევარჩიეთ 13 მნიშვნელოვანი რჩევა, რაც დაგეხმარებათ გადაურჩეთ ცხელ ამინდებს.

 1. მაქსიმალურად მოერიდეთ მზეს - დარჩით სახლში ან ეძიეთ ჩრდილი.

2. მოერიდეთ ალკოჰოლს და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმში წყალს აკავებენ.  

3. დალიეთ ზომაზე მეტი წყალი, რათა იყოთ ჰიდრირებული.

4. შეინარჩუნეთ გრილი ტემპერატურა ყინულის შემცველი ნოტიო პირსახოცების გამოყენებით. 

5. ფეხები გრილ წყალში ჩააწყვეთ, ან მიიღეთ  გრილი შხაპი.

6. თუ კონდიციონერი არ გაქვთ, ეწვიეთ კონდიცირებულ სავაჭრო ცენტრს ან საჯარო ბიბლიოთეკას.

7. დღის განმავლობაში, დაბლოკეთ მზე სახლში ფარდებისა და ჟალუზების დახურვით. გახსენით ფანჯრები, როცა გრილი ნიავია, გაანიავეთ დახურული სახლი გრილი ჰაერით.

8. მოერიდეთ მზეს დღის ყველაზე ცხელ პერიოდში თუ თქვენ გიწევთ გარეთ გასვლა, ატარეთ ქუდი და მზისგან დამცავი საშუალება, ეძიეთ ჩრდილი.

9. გააუქმეთ ან გადადეთ გასვლები. თუ კი აუცილებლად უნდა გახვიდეთ გარეთ, დარჩით ჩრდილში და თან წაიღეთ ბევრი წყალი.

10. ატარეთ ღია ფერის თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი ბოჭკოებისგან, როგორიცაა ბამბა და ტილო.

11. მიირთვით უფრო ხშირად მცირე და ცივი კერძები, როგორიცაა სალათები დარწმუნდით, რომ საკვები, რომელიც საჭიროებს მაცივარს, სწორად არის შენახული.

12. მიეცით საკუთარ თავს ბევრი დრო დასვენებისთვის და მოერიდეთ მძიმე აქტივობებს, როგორიცაა სპორტი, რემონტი და მებაღეობა.

13. უყურეთ, წაიკითხეთ ან მოუსმინეთ ახალი ამბების სიუჟეტებს, რათა გაიგოთ მეტი ინფორმაცია ექსტრემალური სიცხის  ან პროგნოზის შესახებ.