LIFE

როგორ მივხვდეთ, მოვწონვართ თუ არა მამაკაცს?

როგორ მივხვდეთ, მოვწონვართ თუ არა მამაკაცს?

თუკი მამაკაცს თქვენს მიმართ რამე გრძნობა გააჩნია, ის აუცილებლად შეეცდება ამის გამოხატვას და საამისოდ ათასნაირ ხრიკს გამოიყენებს.

ნებისმიერი მამაკაცი, თუნდაც ძალიან მორიდებულიც კი, ყოველთვის ახერხებს მიიქციოს მისთვის სასურველი ობიექტის ყურადღება. ურთიერთობის დასაწყისში მან შეიძლება არ დაამყაროს მჭიდრო და ხშირი ვერბალური კავშირი საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მიმართ, მაგრამ ამის სანაცვლოდ გამოიყენოს სხეულის ენა. როგორც წესი, ჟესტები და მიმიკები ყოველთვის ამხელენ მამაკაცის ნამდვილ ჩანაფიქრს. ამ დროს თქვენ მეტი ყურადღება და დაკვირვება გმართებთ.

აი, როგორ უნდა გაიგოთ ნამდვილად მოსწონხართ თუ არა მამაკაცს:

  1. ის თქვენზე ლაპარაკობს

როცა მამაკაცს მოსწონხართ, ის აუცილებლად მოუყვება ამის შესახებ უახლოეს მეგობრებს. თუკი მან თქვენთან საუბრის დროს მეგობრები ახსენა, ე.ი. მან უკვე ისაუბრა მათთან თქვენს შესახებ. ის ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაგაცნობთ სამეგობრო წრეს და ხშირად დაგპატიჟებთ საერთო წვეულებებზეც.
  1. მას სურს თქვენთან ერთად ყოფნა

თუ მამაკაცს მოსწონხართ, ამისთვის ცას და დედამიწას გადადგამს. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, თუმცა ის თქვენს შეთავაზებაზე, სიამოვნებით წამოხტება ლოგინიდან და საჩქაროდ მოვა თქვენთან, რომ ერთად დალიოთ კოქტეილი, რადგან ეს მას ბედნიერს გახდის. მაგრამ თუ ის კვირაში მხოლოდ ერთხელ მოახერხებს თქვენს ნახვას, მაშინ არ ხართ მისთვის პრიორიტეტი.
  1. ის თქვენთან ერთად ქმნის და აგროვებს მოგონებებს

შეიძლება მამაკაცმა ვერ დაიმახსოვროს თქვენი გაცნობის მესამე დღე,როცა მან პირველად გაკოცათ, მაგრამ აუცილებლად ემახსოვრება თქვენი დაბადების დღე, თქვენი გაცნობის დღე. თუ მას ნამდვილად მოსწონხართ, აუცილებლად შეეცდება დაიმახსოვროს მნიშვნელოვანი თარიღები და დააგროვოს სასიამოვნო მოგონებები.
  1. ის ზრუნავს თქვენს გრძნობებზე

როცა მას ნამდვილად აინტერესებთ, ის ზრუნავს თქვენზე. ეს ზრუნვა არ გამოიხატება მხოლოდ მაშინ, როცა კარგად ხართ, არამედ მაშინაც (და უფრო მეტადაც კი), როცა თქვენ თავს არც ისე კარგად გრძნობთ. როცა გაბრაზებული ხართ, ან ნაწყენი, ან იმედგაცრუებული. ის აუცილებლად შეგეკითხებათ რა გტკივათ, რა გაწუხებთ, რა გახდა თქვენი მოწყენის მიზეზი. თუ მამაკაცი ასე არ იქცევა, მაშინ თქვენ მას არ მოსწონხართ.
  1.  ის დაინტერესებულია თქვენით

როდესაც მამაკაცს ნამდვილად აინტერესებთ, ის ყურადღებით მოგისმენთ ყოველთვის, რადგან თქვენზე ყველაფრის გაგება სურს. თუ ის საუბრის დროს ჩუმად არის და არაფერს გეკითხებათ, მაშინ თქვენ მას უბრალოდ არ აინტერესებთ და არც გისმენთ.
  1.  ის გიცავთ

თუ მამაკაცს მოსწონხართ, ის დაგიცავთ ყოველთვის ყველანაირი ხიფათისგან, აგრესიისგან. იზრუნებს თქვენზე, როცა შეუძლოდ იგრძნობთ თავს. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოთ.
  1.  მას სხეულის ენა გასცემს

თუ მამაკაცთან ერთად ბევრ დროს ატარებთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცით, ხართ თუ არა მისი ყურადღების ობიექტი, მაშინ გირჩევთ ყურადღებით დააკვირდეთ მისი სხეულის ენას. როცა მამაკაცს მოსწონხართ, ის ამას მიმიკებით და ჟესტებით ამჟღავნებს; ასე მაგალითად - ის ყოველთვის თვალებში გიყურებთ და არასოდეს გაქცევთ ზურგს; ხუმრობს, იცინის და ამ დროს პირდაპირ სახეში გიყურებთ და გაკვირდებათ. როგორც წესი, სხეულის ენა ერთ-ერთი სანდო და უტყუარი ინდიკატორია მამაკაცის გრძნობების გამოსაცნობად.
  1.  ის გიყვებათ თავის ცხოვრებაზე

თუკი მამაკაცს მოსწონხართ, აუცილებლად მოგიყვებათ თავის ცხოვრებაზე, წარსულის მნიშვნელოვან ამბებზე, ბავშვობის მოგონებებზე, სამსახურზე, ოცნებებზე, სამომავლო მნიშვნელოვან გეგმებზე, მათ შორის მოგიყვებათ წარსულში გადამხდარ სევდიან ისტორიებზეც.  მაგრამ თუ თქვენ დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებით და არაფერს გიყვებათ საკუთარი ცხოვრების შესახებ, მაშინ მას თქვენ არ აინტერესებთ.
  1. ის უზომოდ ბედნიერია

როცა ვინმე მოგწონს, ეს გაბედნიერებს. ბედნიერება კი თქვენ გაქცევთ საზოგადოებისთვის მხიარულ, სასურველ და პოზიტიურ ადამიანად. თუ მამაკაცს მოსწონხართ, ისიც ბედნიერი და ღიმილიანი იქნება, ის აუცილებლად გეტყვით და არ დაგიმალავთ, რომ ბედნიერია. დაიმახსოვრეთ! თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი მის ბედნიერებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ არასოდეს და არავისთან დამალოთ სიყვარული. თუ მოგწონთ ან გიყვართ, თქვით მაშინვე, როგორც კი ამას იგრძნობთ და არასოდეს ეცადოთ გრძნობების დამალვა. დაფიქრდით, რატომ, რა მიზეზით ხართ სხვისი და თქვენი ბედნიერების მიზეზი და არასოდეს უარყოთ სიყვარულის პირველი გამოსხივება.